ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45904

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1887 წლებში გორის სამაგალითო სკოლაში სწავლის პერიოდში შიო მღვიმელი ლადო ხმალაძესთან და მის ოჯახთან ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1883-1887 წლებში შიო მღვიმელი წელიწადში მხოლოდ ერთი-ორი კვირით სტუმრობდა დედას.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1887 წლებში ალექსანდრე ხმალაძეს ირმებზე ნადირობისას ხშირად ახლდნენ შვილები – ლადო და გოლა, აგრეთვე შიო მღვიმელი.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს 65 წლის ასაკშიც შიო მღვიმელს ზეპირად ახსოვდა ლერმონტოვის „Скажи мне, ветка Палестины“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს რუსეთში გადასახლებამდე მიხეილ ყიფიანმა გორის სემინარიიის დირექტორ სემიონოვს სთხოვა, შიო მღვიმელისთვის მეურვეობა გაეწია.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს გორის სემინარიის საავადმყოფოში გამწესებული შიო მღვიმელი პანსიონერების გამოკვების შემდეგ მოსამსახურეებთან ერთად სადილობდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში" დაბეჭდილ წერილში ეკატერინე ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ქუთაისის სახალხო თეატრის შენობის გასამაგრებლად გამოიყენეს განსვენებული სოლომონ ივანეს ძე ლეონიძის მიერ დატოვებული 500 მანეთი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ედუარდ კარლოს ძე ლიოზენი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ექიმმა გიორგი ქორქაშვილი ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წინაშე წარდგა მოხსენებით გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს სერგი მესხმა მოგზაურობა დაიწყო ქართველ მაჰმადიანებში და აღწერა მათი ყოფა-ცხოვრება.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძემ ბათუმის საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ჰაიდარ-ბეგ აბაშიძის წერილი „როდის გავიგე მე, რომ ქართველი ვარ?“.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე თურქეთიდან ბათუმში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის წერილი „შერიფ-ბეგი ხიმშიაშვილი“.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე მამამ თურქული ენის შესასწავლად თურქეთში გაგზავნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის პირველ ნოემბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში დაინიშნა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრება, რომელზეც განიხილეს გიორგი ჟურულის მოხსენება ევროპაში კოოპერაციების განვითარების შესახებ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს დიმიტრი ბაქრაძემ მეორედ იმოგზაურა აჭარაში.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 ივნისს სერგეი მესხი, გაზეთ „დროების“ რედაქტორი, შეხვდა აჭარის მთავარს, შერიფ ახმედის ძე ხიმშიაშვილს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ყიფშიძის წერილი „ზემო ქართლი ანუ გამაჰმადიანებული საქართველო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილიბისტრო თავართქილაძის მოთხრობა „რას გვერჩით?“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობამ განიხილა საზოგადოების მდივნის, სიმონ ფირცხალავას მოხსენება იმის შესახებ, რომ უნდა შემუშავებულიყო პროექტი იმ წესებისა, რომელთა მიხედვითაც გიორგი დადიანის მიერ შეწირული თანხიდან პრემიებს დანიშნავდნენ. გამგეობამ პროექტის შემუშავება დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს დიმიტრი ჩოლოყაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ხარჯით აღეზარდა ორი მაჰმადიანი ობოლი – ძმები დიასამიძეები.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს ჰაიდარ-ბეგ აბაშიძე ბათუმის საქალაქო სასწავლებელში შევიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს იაკობ ფანცხავამ ნიკო დადიანს დახმარება სთხოვა დედამისთან კონფლიქტის მოგვარებაში, რაც განპირობებული იყო ოდესის უნივერსიტეტსა და იქაურ სტუდენტურ მოძრაობაში მისი დაბრუნების სურვილით.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ვარშავის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ფილიპე მახარაძეს ფოსტიდან არალეგალური ლიტერატურის გამოტანა დაავალა.