ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ილია რუხაძემ ხონში თავისი ხარჯით საზაფხულო თეატრის შენობა ააგო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ბეჟანის ასულ ტატიშვილი-ყიფიანისას თხზულება „თანამედროვე სურათები“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა წიგნის გამომცემელ ქართულ ამხანაგობას, რომელმაც ერთი თუმნის ღირებულების წიგნები შესწირა ციხის წიგნთსაცავს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას, რომელმაც ერთი თუმნის ღირებულების წიგნები შესწირა ციხის წიგნთსაცავს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი სარდალი“ დასკვნითი ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის სტატია „ვისზედაც არ ლაპარაკობენ“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი 1915 წლის 19 ივლისს ბერძენთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვმა თავისი 40-ოთახიანი სახლი (40 000 მანეთის ღირებულების) ქართველ ქალთა განათლების საზოგადოებას შესწირა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და კ. მესხი ხაშურის დრამატული წრის გამგეობის წევრები იყვნენ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა დავით სარაჯიშვილს მეტეხის წიგნთსაცავისათვის სამი წლის გაზეთ „მოამბის"გადაცემის გამო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა იოსებ იმედაშვილს 5 მანეთის წიგნების მეტეხის წიგნთსაცავისათვის გადაცემისთვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მეტეხის ციხის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში" მადლობა გადაუხადა წიგნების გამომცემელ ქუთაისის ამხანაგობას მეტეხის წიგნთსაცავისათვის წიგნების გადაცემის გამო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: სვიმონ დევდარიანი, ალექსანდრე კორძაია, მ. კვალიაშვილი, გრიგოლ დევდარიანი, ან. კოკელიძე, მ. რევაზიშვილი, ვ. მაღრაძე და სხვ.