ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 ოქტომბერს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში დაათვალიერა 1918 წელს თურქების შემოსევის დროს დაზიანებული წყალსადენი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ორთაბათუმში ბენია ჩხიკვიშვილს პატაკი ჩააბარა რაზმის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თამარ პავლეს ძე ჯარიაშვილს განათლების სამინისტროდან ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილი 2000 მანეთის აღება მიანდო. მინდობილობას ხელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აწერდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო თავდგირიძის წერილი „ფიქრები და დაკვირვებანი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი შალვა ხონელი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ანა ჩხეიძე სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ანა შოთაძე სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი პავლე ფრანგიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ეფემია მესხი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი მიხეილ ლორთქიფანიძე სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი იუზა ზარდალიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ნინო გამრეკელი-თორელი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ვასილ არაბიძე სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920-1921 წლის თეატრალურ სეზონზე მსახიობი ტასო აბაშიძე სახელმწიფო დრამის თეატრის დასის წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს კარლ კაუცკი შეხვდა გერმანელთა ეროვნული საბჭოს დელეგაციას ფრანც შულცის, ლამპარტორის, გორგინისა და კონტრინის შემადგენლობით. კაუცკიმ მოისმინა მოხსენებები და დაინტერესდა თბილისში მყოფი გერმანელების მდგომარეობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება წიგნის მაღაზიაში ვაჭრობის წარმოების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირის თხოვნა ცეკავშირთან არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის საზოგადოების თითო გამოცემის ნისიად დათმობის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ ნინო ნაკაშიძის მოხსენება ოლღა გურამიშვილის მოვლის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილისთვის 1-ელი ოქტომბრიდან დახმარების 3 000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა 15 000 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის 2 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ნინო ნაკაშიძე და სეით იაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ სამტრედიის გამგეობის თხოვნა მილიონიანი კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა გადადო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების განყოფილებებისა და სკოლების საბოლოო ლიკვიდაციის დასრულების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება „ბუნების კარის“ საისტორიო ნაწილის შესწორების შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.