ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49973

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში სვიმონ გურგენის ძე მდივანმა ანკარიდან საქართველოს მთავრობას მისწერა, ჰკითხა, დათანხმებოდა თუ არა თურქეთის მთავრობას ბათუმის საქართველოს ფარგლებში დატოვების სანაცვლოდ ართვინისა და არტაანის დათმობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20-21 თებერვლის ღამეს სვიმონ მდივანი ანკარაში აჰმედ მუჰთარ ბეის შეხვდა. მათ ართვინისა და არტაანის საკითხი განიხილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ თბილისში ანკარის მთავრობის წარმომადგენელ კიაზიმ დირიქს დახმარება სთხოვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, ნ. ა. სულთან- კრიმ-გირეისა და ალექსანდრე ქალანთარისათვის მიენდოთ 8 ნოემბერს პირუტყვთა მმფარველი საზოგადოებისთვის საიუბილეო დღესასწაულის მილოცვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შეატყობინა, რომ მას ჰქონდა ნოე ჟორდანიას მიერ სვიმონ მდივნისადმი გაგზავნილი წერილი, რომელშიც საქართველოს მთავრობა თურქეთს დროებით ახალციხის, ახალქალაქისა და ბათუმის დაკავებას სთხოვდა.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ბიძა, ექვთიმე კუკავა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს თედო სახოკიას ოჯახი რუსეთ-ოსმალეთის ომს სოხუმიდან სამეგრელოში გამოექცა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომს გამოქცეულმა თედო სახოკიას ოჯახმა თედოს ბიძასთან, ექვთიმე კუკავასთან შეაფარა თავი.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ძიძა, ირინა ლატარია.

1868

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1868-1871 წლებში, სამ წლამდე თედო სახოკია ძიძასთან, ირინა ლატარიასთან იზრდებოდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკიას მამამ, ტიმოთემ სწავლა დააწყებინა.

1876

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1876 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ბებიის ძმა, შიო იოსავა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს თედო სახოკიას აღმრზდელად სოფელ ბიადან მოიყვანეს ირინა ლატარია.

1868

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1868 წელს თედო სახოკიას ჰყავდა ბიძა, გიორგი კუკავა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შიო არაგვისპირელმა ავტობიოგრაფია კოტე მაყაშვილის თხოვნით დაწერა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წელს დაიბადა შიო არაგვისპირელი დუშეთის მაზრის სოფელ ქაისხევში.

1867

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1867 წელს შიო არაგვისპირელს ჰყავდა მამა, ზაქარია დედაბრიშვილი.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867-1873 წლებში, ექვს წლამდე შიო არაგვისპირელი სოფელ ქაისხევში იზრდებოდა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წელს შიო არაგვისპირელის მამას ფინანსური პრობლემების გამო შვილების სათანადოდ აღზრდა უჭირდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს წილკანში მღვდლად გამწესებულმა ზაქარია დედაბრიშვილმა შვილებიც თან წაიყვანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 მარტს თურქეთის მთავრობამ სვიმონ მდივნის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ახალქალაქის, ახალციხისა და ბათუმის დაკავების შესახებ.

1884

ტიპი: განათლება

თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია 1884-1885 წლებში სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა სოფლიდან იყო ჩამოსული.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1884 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მოსწავლეთა შორის ქურდობა ხშირი იყო.

1884

ტიპი: სახელი

1884-1885 წლებში თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში სემინარიის პანსიონში (ბურსაში) მცხოვრებთ ბურსაკებს ეძახდნენ.