ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია ლევან ბატონიშვილის შესახებ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მოურავ დავით ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს კრებაზე ქალაქის გამგეობის წევრები აირჩიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის პიესა „აი, ახლა კი დავწინაურდი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გადაწყვიტეს, ვალერიან გუნია ქართველ მსახიობთა დასში მიეწვიათ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე რატიშვილის ლექსი „წერილი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 ოქტომბერს ბათუმში გამართულ საბჭოს სხდომაზე პატივი მიაგეს გარდაცვლილი ხმოსნის, ლევან მჭედლიშვილის სხოვნას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „სოფლად“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ გიორგის ძე ინასარიძის წერილი ბათუმში ქართული წარმოდგენების დეფიციტის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მნაცაკან ისაკოვის თხზულება „ეკლესიის შესავალთან“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „მონათა განთავისუფლების მქადაგებელი ჰარიეტ ბიჩერ სტოუ“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ი. ხაბაზიშვილი მღვდელი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გრიგოლ ხერხეულიძის ხსოვნის აღსანიშნავად მისმა ძმამ, მიხეილმა კურორტ ბახმაროს სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის მაისში შორაპნის დრამატულმა წრემ რეჟისორად ვასილ არაბიძე მიიწვია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მეხუზლას სტატია „ქართველები და ერთა სოლიდარობა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ტასო აბაშიძის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ფოთის მოურავად ერთხმად აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულში ხარფუხის კლუბის მამასახლისთა საბჭომ ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძის ინიციატივით კლუბის ეზოში საზაფხულო სცენა მოაწყო და კვირაში ერთხელ ქართულ წარმოდგენებს მართავდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი 27 ივნისს ლანჩხუთში გამართული წარმოდგენის „დასჯილი“ შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას 25 000 მანეთი უანდერძა, ქუთაისს საქალაქო თეატრის ასაგებად – 150, 000, კავკავს ღარიბ მოსწავლეთა სწავლის ფულის გასასტუმრებლად – 30, 000, ქართულ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას – 25, 000 მანეთი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 12 ივლისს საბურთალოს თეატრში გამართული საზოგადო კრების შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის რედაქციამ აჭარელთა და ომში დაჭრილთა სასარგებლოდ მღვდელ ი. ხაბაზიშვილის მიერ შეკრებილი 10 მან. 6 კაპ. მიიღო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თ. აფხაზიშვილისა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მონაწილეობდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მადლიერი ადამიანი (სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი)“.