ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46671

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს სიმონ კაციტაძე იყო მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905-1921 წლებში სიმონ კაციტაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკოლოზ ჩაგუნავა ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოლივერ უორდროპი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ოლივერ უორდროპმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 100 მანეთი გამოუგზავნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძის ასული რუსუდანი პეტროგრადის ქალთა ინსტიტუტის ქიმიის კათედრის ლაბორანტად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძის უმცროსი ასული თამარი პეტროგრადის ქალთა ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად დანიშნეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „საბა“ გაგრძელება.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აჭარელი მუსულმანი ბავშვებისა და მათი მასწავლებლის, მ. კალანდაძის, სურათი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. კალანდაძე აჭარაში მასწავლებლად მუშაობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 ივნისს ლანჩხუთში წარმოადგინეს დავით გამყრელიძის „დასჯილი“, რომელშიც მონაწილეობდნენ მ. იმნაძე, ნ. მამულაიშვილი, ლიუდმილა ცინცაძე, კ. ჟღენტი, ვ. ასკურავა, სარელი, ვ. ართილაყვა და სხვ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის (ჩაქუჩის) სტატია „წერილები მეგობართან ქართველ მუსულმანების შესახებ“.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 19 ოქტომბერს სასამართლო პალატამ განიხილა გაზეთ „ნოვოე ობაზრენიეს" რედაქტორის, გიორგი თუმანოვის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა დიფამაცია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამოსწავლო წიგნების გამოსაცემად და პროფესიული სკოლების დასაარსებლად 100 000 მანეთი უანდერძა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ივლისს ხარფუხის კლუბში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ანასტასია აბაშიძის, მარგარიტა ქილარჯიშვილის, ვალერიან გუნიას, გედევან გედევანოვის, ალექსანდრე იმედაშვილის, გ. იორდანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. ი. პოლტორაცკაია-მადატოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს კონსტანტინე პეტრეს ძე უგულავა, კორნელი ალექსის ძე ქაცარავა, ნიკოლოზ ილიას ძე შაფაქიძე, თ. ნადარეიშვილი და გ. ბალანჩივაძე ხონის დრამატული წრის გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 16 ოქტომბერს კავკასიის სამკურნალო საზოგადოების კრებაზე აირჩიეს განსაკუთრებული კომისიის წევრები: ტიტე ქიქოძე, სპირიდონ ვაწაძე, ივანე ხარაზოვი, გრიგოლ გაბაშვილი და მიხაელ ვესელოვზოროვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს „ცქრიალა სიუზანა", ხუთ მოქმედებიანი დრამა, რომელიც თარგმნა ვასილ რცხილაძემ. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე და იოსებ ივანიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს მიხეილ იშხნელმა გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოაქვეყნა კრიტიკული სტატია „მენშევიკების სიბრძნის ნიმუშები“, რომელშიც ვარაუდი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგად საქართველოში არსებული ქონება უცხოელების ხელში აღმოჩნდებოდა.