ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49966

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძემ თავისი ხარჯით ხონში თეატრისთვის ხის შენობა ააშენა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მშობელო ჩემო!“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნატალია ჯავახიშვილი, ანა იმედაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძე ხონის დრამატული წრის მიწვეული წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ზარდალიშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასის ამხანაგობის წარმომადგენლად აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ივლისს ხარფუხის კლუბში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, რეჟისორი – ვალერიან გუნია.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივლისში პირველ მსოფლიო ომში დაჭრილი მსახიობი კირილე მაჭარაძე საქართველოში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილის „ქართველი კუპრინის „ორმოში““ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ბუნების მესაიდუმლე (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ანთიმოზ ჯუღელის ლექსების კრებული „სიყვარული“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის, ზაქარია გრიქუროვისა და უ. ვართანოვის მაღაზიებში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 დეკემბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის ფელეტონი „მაშ შენ დაღვრი მდუღარე ცრემლს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 დეკემბრის „დროების“ ცნობით, რედაქციამ ექვთიმე ხელაძის გამოცემული ივანე კერესელიძის ლექსები მიიღო, რომელიც ადრე ჟურნალ „ცისკრის“ ნომრებშიც იყო დაბეჭდილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 ნოემბრის „დროებაში“ სტეფანე მელიქიშვილის სტატიის „თბილისიდან ბათუმამდის“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 ნოემბრის „დროებაში“ ვასილ ბარნოვის სტატია „ხევსურების ცხოვრებიდან“ გაგრძელება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 4 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის ფელტონი „გოდება იროდისა მარიამზადე” დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „საბა“ დასაწყისი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 17 ოქტომბერს ქართული დრამატული დასის წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ალექსანდრა კარგარეთელი, ოლღა ლეჟავა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ რუხაძის ლექსი „განცდა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „სოფელში“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეფემია მესხი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ნინო წულუკიძე, სოფიო ბახტაძე და აგრაფენა ალექსის ასული ჭავჭანიძე ხონის თეატრში გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ქრისტეფორე ვლადიმერის ძე ფიცხელაურის სტატია სოფ. ახალგორში გახსნილი კოოპერატიული დუქნის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ჟურნალის სასარგებლოდ რედაქციამ კირილე მაჭარაძისგან ორმოცი მანეთი მიიღო.