ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47263

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ენკენისთვეში სოხუმის ციხიდან თავდებით გამოშვებულმა თედო სახოკიამ მოიარა სამეგრელო და ალექსანდრე მესამის სახელობის საეთნოგრაფო და კავკასიის მუზუმებისთვის, ასევე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის სამეგრელოს საეთნოგრაფო კოლექციები შეაგროვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიას საქმის განხილვის დასრულებამდე იგი თავდებით გამოუშვეს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წლის სექტემბერში სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე განიხილეს თედო სახოკიას საქმე და ბრალდებულს ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის სექტემბერში გიორგი გვაზავა იყო ვექილი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ იოსებ ბარათიშვილი და გიორგი გვაზავა მიავლინა სოხუმში თედო სახოკიას დამცველებად მისი საქმის გასარჩევად შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ენკენისთვეში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად სოხუმში შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე ბრალდებულის დამცველებად გამოიძახეს ვექილები, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი და გიორგი სიდამონ-ერისთავი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის ენკენისთვეში ქალაქ სოხუმში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად შეკრებილ ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე წოდებათა წარმომადგენელნი იყვნენ ნიკოლოზ თავდგირიძე, პ. ბარსკი და ესტონელთა სოფლის მამასახლისი.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის ენკენისთვეში ქალაქ სოხუმში თედო სახოკიას საქმის გასარჩევად შეიკრიბა სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესია შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ნ. ბოგოროდსკი, წევრები − იონინი, ორლოვსკი, წოდებათა წარმომადგენელნი − ქალაქისთავი ნიკოლოზ თავდგირიძე, ქალაქის ექიმი პ. ბარსკი და ესტონელთა სოფლის მამასახლისი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის სექტემბერში სოხუმში ჩამოსულმა ოლქის სასამართლო პალატის სესიამ რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული თედო სახოკიას საქმე განიხილა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თედო სახოკია სოხუმის ქალაქის თვითმართველობის მდივნად დაინიშნა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის შემოდგომაზე თედო სახოკია დაოჯახდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის მაისში იმავე წლის თებერვალში რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეპყრობილი თედო სახოკია თავდებით გამოუშვეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეპყრობილი თედო სახოკია მაისამდე ციხეში იმყოფებოდა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის თებერვალში თედო სახოკია რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეიპყრეს სოხუმში.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის რევოლუციის მოსაწყობად იარაღის შემოტანის საქმეში თედო სახოკიას წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა, თუმცა იგი მაინც დააპატიმრეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რევოლუციისთვის საზღვარგარეთიდან იარაღის შემოტანის ან დაბინავების საქმეში თედო სახოკია არცერთხელ არ შეუმჩნევიათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში თედო სახოკია პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში პარიზიდან საქართველოში მეორედ დაბრუნებულმა თედო სახოკიამ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ახლადდაარსებული კომიტეტები დაახლოვა ქართველ ესერთა კომიტეტთან.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში პარიზიდან საქართველოში მეორედ დაბრუნებულმა თედო სახოკიამ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კომიტეტები დააარსა ფოთში, ბათუმსა და სოხუმში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის გაზაფხულზე პარიზში მოღვაწე გიორგი დეკანოზიშვილმა თედო სახოკიას დაავალა საქართველოში წასვლა და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით საზღვარგარეთიდან წამოსული იარაღის გადმოცლა შავიზღვისპირეთის სხვადსხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის გაზაფხულზე პარიზში მოღვაწე გიორგი დეკანოზიშვილმა თითქმის ყველა იქ მყოფი ქართველი და მათ შორის, თედო სახოკია, სამშობლოში გამოგზავნა სარევოლუციო საქმიანობის გასაგრძელებლად.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს მარსელიდან გამოსული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის საშუალებით თედო სახოკიამ საქართველოში ჩამოიტანა პარიზში დაბეჭდილი „საქართველოს“ პირველი ფრანგულ-ქართული ნომრები.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს თედო სახოკია პარიზიდან მარსელში გაემგზავრა, იქიდან კი გემით − საქართველოში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს პარიზში თედო სახოკიას ორგანიზებით გამოცემული „საქართველოს“ პარალელურად გამოვიდა ფრანგული გაზეთი „La Georgie”.