ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52179

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლი იუნკრების სკოლის მოსწავლეები ნოე ჟორდანიამ და გიორგი კვინიტაძემ მოინახულეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე საბახტარაშვილის მიერ სვიმონ მდივნისთვის გაგზავნილი დეპეშის მიხედვით, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, სამხედრო დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რის სანაცვლოდაც თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქები მოითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „დაიცავით სამშობლო!“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგმა ექვთიმე თაყაიშვილმა მთავრობის სახელით დავით კარიჭაშვილს მიმართა, რომ ქართული ჯარის თბილისიდან გასვლის შემთხვევაში ჩაელაგებინა ყუთებში საზოგადოების მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები, მნიშვნელოვანი ხელნაწერები და სხვა მუზეუმებისა და სახაზინო ნივთებთან ერთად დასავლეთ საქართველოში წასაღებად გაემზადებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს ტაბახმელაში იუნკერმა მიქაძემ პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძეს, მაიორ ნესტორ გარდაფხაძესა და კაპიტან დავით მაჭავარიანს შეატყობინა, რომ ბოლშევიკების ახალი რაზმი მათკენ მოდიოდა და იუნკერთა სკოლას მე-10 ათასეულთან ერთად უკან უნდა დაეხია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს რსფსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბუდუ მდივანი ანგორაში ჩავიდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „უცნაური მოვლენა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „გმირული ხანა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „გმირულად გავსწიოთ ბრძოლაში!“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 თებერვალს ტაბახმელაში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი ჯუღელის რაზმი მტერს ვეღარ უმკლავდებოდა და უკან იხევდა. მეთაური ცდილობდა, რაზმი შეეჩერებინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20-21 თებერვლის ღამეს სვიმონ მდივანი ანკარაში აჰმედ მუჰთარ ბეის შეხვდა. მათ ართვინისა და არტაანის საკითხი განიხილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები: ივანე გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, სეით იაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მთავარი გამგეობის თავმჯდომარისა და წიგნსაცავის მუზეუმის გამგის დ. კარიჭაშვილის მოხსენება. მთავრობის წინადადების თანახმად, გაძარცვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები და ზოგიერთი იშვიათი ხელნაწერი დასავლეთ საქართველოში უნდა გაგზავნილიყო. ექსპონატები ჩალაგებული იყო სამ ყუთში (თან ერთვოდა სია). გაძარცვის საფრთხე გაჩნდებოდა, თუ ქართულ ჯარს ტფილისიდან გასვლა მოუწევდა. გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის მიწერილ წერილს, რომელიც ეხებოდა დასავლეთ საქართველოში ძვირფასი ნივთების გადაგზავნას, დ. კარიჭაშვილმა დაურთო გაგზავნილი ნივთების სია. კერძოდ: აკაკისეული ნივთები, დანომრილი და განაწილებული სხვადასხვა ყუთში, ხახანაშვილისეული ნივთები: 1 თასი, 5 სუფრისა და 3 ჩაის კოვზი, სტანისლავის 2 ორდენი, ანნას 2 ორდენი, ვერცხლის მედალი მეფისკურთხევის სახსოვრად, 2 ოქროს საათი, 2 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალი, 9 ნაჭერი ბრელოკი ქაღალდის კოლოფში, სხვადასხვა ძველი ფული, ყელსაკრავის ქინძისთავი 7 მარგალიტით, 8 ფირუზითა და 1 იაგუნდით, მძივებით ნაკერი ქისა, მრგვალი და სურის სახის, მარგალიტით ნაკერი ნაჭერი 23 ოქროს ღილით. ასევე ცალკე ყუთში ვერცხლის გვირგვინები, ოქონის ხატი, ამ ხატის ჯაჭვი. საეკლესიო მუზუმის ხელნაწერებთან ერთად განთავსდა ხელნაწერები, მათ შორის ტბეთის სახარება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ, ექვთიმე თაყაიშვილის დავალების შესაბამისად, საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ძვირფასი ნივთები და მნიშვნელოვანი ხელნაწერები მტრებისგან დასაცავად ყუთებში დაახარისხა. 20 თებერვალს კი მთავრობამ ყუთები დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოში“ თამარ ალექსანდრეს ასული და კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილები შვილებით საზოგადოებას აუწყებენ, რომ გმირულად დაიღუპა მათი უფროსი ქალიშვილი, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ალექსანდრეს ასული მაყაშვილი მარო მაყაშილის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი მარო მაყაშვილის მამა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „ტაბახმელ-კოჯორის ფრონტზე“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ვაშა, საქართველო!“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო თავდგირიძის წერილი „ქართულ კავალერიისთვის“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი გრიგოლ ვეშაპელი) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ჩვენი დიდება“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ერის კონფედერაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის პუნქტებსაც სავაჭრო გზის, კავკასიის ბუნებრივი სიმდრიდრის დამუშავების, რკინიგზის განახლების შესახებ და ა. შ. ორივე სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს. აქვე მოიხსენიებს რუსეთსაც, როგორც დამპყრობელს და მასთან ამგვარი სახის ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

ანანია ანდრიას ძე სტურუა პირველად დააკავეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ და იჯდა საპყრობილეში 2 დღე.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის აჯანყებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, 1921 წლიდან, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მას არ უმუშავია.