რეგისტრირებული ფაქტები50661
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე პატივი მიაგეს წიგნების გამომცემლისა და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ხსოვნას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემლისა და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება 5 300 000 მანეთის ორი კვირის განმავლობაში გადახდის შესახებ სარგის ნესტორის ძე კაკაბაძის წიგნის „ისტორიის“ აწყობისა და დაბეჭდვისთვის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო კომისარიატის სტამბის წინადადება ორი კვირის განმავლობაში 1 422 000 მანეთის გადახდის შესახებ დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას წიგნის აწყობისა და დაბეჭდვისთვის.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის, გრიგოლ ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის 15 მარტის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ბელადი.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1922 წლის 15 მარტის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე დაიბადა გურიაში, სოფ. ამაღლებაში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე ფიზიკურად გაუსწორდა თბილისის სემინარიის რექტორს, მტარვალს, გამარუსებელი პოლიტიკის გამტარებელს, რომელმაც ქართულ ენას შეურაცხყოფა მიაყენა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე თბილისის სემინარიის რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სამართალში მისცეს და 4 წლით დისციპლინურ ბატალიონში გაგზავნეს.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე ხარჯების დასაფარად შესაძლებელი იყო გაეყიდათ 9 ნივთი, რომლებსაც ისტორიული ღირებულება არ ჰქონდა: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 17 მარტს გამართული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ვინაიდან საზოგადოება დიდ გაჭირვებას განიცდიდა მიმიდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ შემდეგი ნივთები: ბეჭედი, საათი, საბურნუთე, ქინძისთავი და საყურეები. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის თხოვნა, რომ უფლება მიეცათ გაეყიდა რუსული ფულის ნიშნები 4 123 000 მანეთი, რომელიც ხაზინაში ინახებოდა, რადგან ფინანსთა კომისარიატმა არ დააკმაყოფილა გამგეობის შუამდგომლობა ბონების ქართულ ფულზე გადაცვლის შესახებ. ამ საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომ მარტის ხარჯების დასაფარად დამატებით კიდევ 2 ფუთი ქაღალდი უნდა გაეყიდათ. საკითხის განხილვა სხდომის წევრებმა გადადეს, რაც ხელმოწერით დაადასტურა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.