ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51127

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 27 იანვარს რუმინეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ლატვიის სახელმწიფოებს გადაეცა ნოტა (ხელს აწერს აკაკი ჩხენკელი), რომელიც მათგან მოითხოვდა, მათი დელეგაციისთვის გენუის კონფერენციაზე მიეცათ მანდატი შემდეგი მოთხოვნებით: 1. საქართველოს ევაკუაცია რუსეთის ჯარებისგან; 2. საქართველოს წარმომადგენლის დაშვება კონფერენციაზე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 იანვარს დაგეგმილი იყო ახალი მწერალთა კავშირის მეექვსე სხდომა, რომელზეც ალი არსენიშვილი წაიკითხავდა მოხსენებას ალექსანდრ ბლოკის შესახებ, სიტყვით გამოვიდოდნენ: გრიგოლ რობაქიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ თებერვალს დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის საბჭოს ყოველთვიური გაზეთის „ლაშარის“ გამოცემა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ტიციან ტაბიძე, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ლაშარი“ ტიციან ტაბიძის, პავლე ინგოროყვასა და ვახტანგ კოტეტიშვილის რედაქტორობით.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 1-ელ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „ფრანგი პოეტები“ გამოქვეყნდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის თებერვლიდან დაგეგმილი იყო მწერალთა კავშირის ახალი გამოცემის, „ლაშარის" გამოსვლა, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გრიგოლ რობაქიძესა და პავლე ინგოროყვას ესთეტიკის თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის პირველ თებერვალს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიწყო ზაქარია ჭიჭინაძის იუბილესთვის მზადება.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს მთავარმა სახელოვნო კომიტეტმა გერონტი ქიქოძეს ქანდაკების თეორიის ტერმინოლოგიის დამუშავება დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა კრებაზე სახალხო კომისარმა დაუშვებლად მიიჩნია გენუის კონფერენციაზე ნოე ჟორდანიას მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველთა კრებაზე (თავმჯდომარე გრიგოლ ვეშაპელი) გენუის კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლების დაშვების საკითხი განიხილეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში გამართულ მცხოვრებ ქართველთა კრებას (თავმჯდომარე გრიგოლ ვეშაპელი) საქართველოდან გახიზნული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა კრებაზე აღნიშნეს, რომ ბუდუ მდივანი რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დელეგატთა სიაში იყო ჩარიცხული.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 თებერვალს პარიზში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა კრებაზე აღნიშნეს, რომ ბუდუ მდივანი გენუის კონფერენციაზე ბოლშევიკური რუსეთის აგენტად ითვლებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგის ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძის თხოვნა. მას სურდა ტრამვაის ქირა თვეში 750 000 მანეთი ყოფილიყო, თუმცა სხდომის დადგენილებით უარი ეთქვა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის გასამრჯელოს გაზრდის საკითხი მიენდოთ პრეზიდიუმისთვის და დასკვნა წარედგინათ გამგეობისთვის. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირების თხოვნა გასამრჯელოს გაზრდის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ წიგნის გამომცემელ საზოგადოება „მერანისთვის“ ეთხოვებინათ წიგნების თაროები გამგეობის მიერ პირველივე მოთხოვნაზე დაბრუნების პირობით. დადგენილებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი საზოგადოების „მერანის“ გამგეობის შუამდგომლობა წიგნების თაროების დათმობის შესახებ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ამავე წლის 8 იანვრის კრების ოქმი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 10 თებერვალს გამართГДШ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძეს აღებული ჰქონდა ჰონორარი წიგნის გამოცემისთანავე გარიგებისამებრ 20% და ზედმეტ 20%-ს ითხოვდა.