რეგისტრირებული ფაქტები48853
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სვიმონ მდივანმა წარადგინა ინიციატივა, რომ სახალხო გვარდიაში მიიღონ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მსურველები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ივნისს, 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სახალხო გვარდიის შედგენის კანონპროექტის ინიციატივებიდან სვიმონ მდივნის წინადადება დამტკიცდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე იესე ბარათაშვილმა განაცხადა მთავრობის გადადგომისა და ახალი მთავრობის შექმნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე წერეთელი, კალენიკ ქავთარაძე, ივანე ჩერქეზიშვილი და ალექსანდრე ახმეტელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიას დაევალა ახალი მთავრობის შედგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ საბჭოს მთავრობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობაში ყოფილი მინისტრები რჩებოდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს საბიბლიოთეკო კომისიის შემადგენლობა: ოლღა სოლოღაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დაადგინეს სარედაქციო კომისიის შემადგენლობა: რაჯდენ არსენიძე, მელიტონ რუსია, გრიგოლ ნათაძე, სამსონ ფირცხალავა და გრიგოლ ვეშაპელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დამტკიცდა საგარეო საქმეთა კომისიის შემადგენლობა: კონსტანტინე საბახტარიშვილი, არსენა მულაიშვილი, დავით ონიაშვიილი, გიორგი გაგლოევი, არჩილ ჯაჯანაშვილი, იოსებ გობეჩია და შალვა ამირეჯიბი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით, სარწმუნოების კომისიაში გიორგი ცინცაძის ნაცვლად იოსებ მარუაშვილი დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით გზათა კომისიას გიორგი ცინცაძის ნაცვლად, გიორგი გაგლოევი დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით, სამერნეო-საგამგეო კომისიის შემადგენლობას გერასიმე მახარაძის, გიორგი ცინცაძისა და გიორგი ერაძის ნაცვლად ილია ბადრიძე, ვასილ წულაძე და ნოე ცინცაძე დაემატნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის შემადგენლობას ნოე ჟორდანიასა და ბიქტორ თევზაიას ნაცვლად, ალექსანდრე ლომთათიძე და კონსტანტინე საბახტარაშვილი დაემატნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობაზე ფილიპე გოგიჩაიშვილი დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი; მდივანი და მდივანის ამხანაგი – დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის წევრად ვლადიმერ გობეჩიას ნაცვლად აირჩიეს ივანე გობეჩია.