ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49156

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე რექტორ პავლე ჩუდეცკიზე თავდასხმის გამო 3 წლით გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ხაშურის ქალაქის თვითმართველობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკიფორე იმნაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს თელავის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაფიელ ჩიხლაძე წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. კრებას დაესწრო 30 წევრი და 19 კანდიდატი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ილია ფირცხალაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად შოთა გელოვანი და დავით კერესელიძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ნოემბერს ლეჩხუმის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად დავით დვალი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ ეროვნულ ყრილობაზე იაზონ ბაქრაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქობულეთის უბნის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაჟდენ ნიჟარაძე წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას აკაკი ჩხენკელი თავმჯდომარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც გიორგი ლასხიშვილი თავმჯდომარეობდა. ისაუბრეს ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციის პროექტების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა საქართველო-ოსმალეთის დაზავებასთან დაკავშირებით ისაუბრა. დელეგაციის ერთი ნაწილი მომხრე იყო დაზავებისა, ხოლო მეორე ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ ეროვნულ კრებაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ნიკიტა თალაკვაძე აირჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სეიმის მხრიდან ადგილობრივი მთავრობის რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ დაამტკიცა დღის წესრიგი: 1. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონების საბოლოო რედაქციები 2. სამანდატო კომისიის მოხსენება და მთავრობის მიმართ დასმული სხვადასხვაა შეკითხვების ხელახალი განხილვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამეურნეო სექციის წევრად დაინიშნა კონსტანტინე კანდელაკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საადგილმამულო კომისიის წევრები გახდნენ კონსტანტინე გვარჯალაძე და გრიგოლ რცხილაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკო ნიკოლაძემ გამოთქვა აზრი, რომ საქართელოს საზღვარი უნდა გასცდეს დარიალის ხეობას რკინიგზის მშენებლობის მიზნით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა განაცხადა, რომ სამხედრო სექციას განზრახული აქვს მაჰმადიან ქართველებს ყველა სკოლაში გადასცეს სტიპენდიები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ამიერკავკასიის სამიწადმოქმედო კომისრის ამხანაგად ნოე ხომერიკი აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილს სამხედრო ნაწილში წესრიგის დასამყარებლად საჭირო ზომების გატარება დაევალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, აკაკი ჩხენკელი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კონსტანტინე მაყაშვილის წინადადება ხელოვნების სექციის დაარსების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს ბაგრატ ჟურულის წინადადება ტექნიკური სექციის დაარსების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმად თავადზანაურობის საერთო ქონება ეროვნული საბჭოს დაქვემდებარებაში გადავიდა.