ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51132

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას ვრცელი წერილი „ერის თვითგამორკვევა“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა კარლო ჩხეიძის წერილი „მარქსიზმი და ლენინიზმი“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა ევგენი გეგეჭკორის წერილი „ბოლშევიზმი საერთაშორისო რეაქციის სამსახურში“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა ნოე რამიშვილის წერილი „ეროვნული და სოციალური ბრძოლა“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაიბეჭდა წერილი „საქართველოს საკითხი უცხოეთში“ პარიზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის, აკაკი ჩხენკელის პროტესტის შესახებ ჭიათურის შავი ქვის წარმოებისა და ექსპლოატაციის 20 წლით ამერიკული ფირმისთვის გადაცემის გამო.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი წერილი „საქართველოს საკითხი უცხოეთში“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელმა ჩრდილო-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარიზში გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკული ფირმისთვის ჭიათურის შავი ქვის საკონცესიოდ გაცემის შესახებ. შეერთებული შტატების ელჩმა დაუდასტურა, რომ ნოტა მიღებისთანავე გადაეგზავნა მის მთავრობას ვაშინგტონში.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლის“ (N1) ცნობით, უცხოეთში დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წიგნები და ბროშურები: „ბოლშევიზმი“, „ბრძოლის საკითხები“, „ჩემი პასუხი“, „ჩვენ და ისინი“, „საბჭოთა წყობილება“ „რა მოხდა?“, „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლის“ (N1) ცნობით, უცხოეთში დაიბეჭდა ნოე რამიშვილის „საქართველო და რუსეთი“.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლის“ (N1) ცნობით, საქართველოდან ატყობინებენ, რომ მალე აპირებენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას, ბრალდებულთა რიცხვი 40-ს აღემატება. კოლია ქარცივაძეს, დამკომის ძველი შემადგენლობის (1922 წ.) თავმჯდომარეს, ერთხელ უკვე „მიუსაჯეს“ სამუდამო ციხე და და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ აჯანყების შემდეგ ისევ თბილისის ჩეკაში დააბრუნეს და ხელახლა ასამართლებენ.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი ცნობით, საქართველოდან ატყობინებდნენ, რომ მოკლე ხანში აპირებდნენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას. დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი და ანჯაფარიძე სრულიად დაავადმყოფებულნი არიან ნერვებით.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის პროცესის“ მიხედვით, „როსტაი“ ევროპის პრესას აუწყებდა, რომ ჩეკამ დაასრულა დამკომის წევრების საქმის „გამოძიება“, საქართველოდან კი ატყობინებდნენ, რომ მალე აპირებდნენ დამკომის (40-ზე მეტი) წევრების პროცესის გამართვას. დიდი უმრავლესობა ძველი პარტიული მოღვაწე იყო, მათ შორის: აფთონ წულაძე, კირილე ნინიძე, კოლია ქარცივაძე, დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, გიზო ანჯაფარიძე და სხვ.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული ,,მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გადამასახლებელი კომისიის” დადგენილებით, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან 1925 წლის 4 ივლისისათვის „გაუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ გადასახლებულნი არიან საქართველოს ფარგლებიდან 3 წლის ვადით.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის 4 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციული წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის ასული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატთან არსებული მავნე პირთა ადმინისტრაციულ წესით გამასახლებელი კომისიის დადგენილებით, სონია ასლამაზაშვილისა, ალექსანდრე ივანეს ძე ნაუმოვი, ალი კაზიმ-ოღლი კუბანოვი, მარია ამილინოვის ასული კლუკინოვისა, მურად თეჯო ოღლი რაშოევი, მარია ავდოტის სული შუნისა, იუნუსა ია-ოღლი ხალილოვი, გრიგორი ივანეს ძე სოკოლო, ალი ისკანდერ ოღლი და მიხეილ სერგოს ძე ჟუკოვი 1925 წლის 4 ივლისს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ თბილისიდან როგორც „გამოუსწორებელი და საზოგადოებისთვის მავნე ელემენტები“ 3 წლით გადაასახლეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა კერძო ხასიათის წერილი და მოიკითხა ქრისტინეს ოჯახის წევრები: ნუცა, ქეთევან, შალვა, ანიჩკა, თამარ და გიორგი შარაშიძეები, ნინო ქიქოძე, გოგი, ბიბი და ნიკოლოზ ქარცივაძეები.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს საზღვარგარეთიდან მისწერა, რომ წაიკითხა ქართული ჟურნალები: „მნათობი“ და „კავკასიონი“ და სთხოვა საყმაწვილო ჟურნალის გაგზავნა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 7 აგვისტოს შურა ფაღავამ ქრისტინე შარაშიძეს საზღვარგარეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა. (შურას ვარაუდით ქრტისტინეს მისი მანამდე მიწერილი წერილები არ მიუღია და ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ეს წერილიც დაკარგულიყო).

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის სექტემბერში სტუდენტი ლორთქიფანიძე სოლოვკაში (სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში) გადაასახლეს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მორიგი წლიური ყრილობის თავმჯდომარემ, ოტო ველსმა ისაუბრა საქართველოს ხალხის ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რასაც მოსკოვის ოკუპანტების მისამართით მოჰყვა უკმაყოფილების გამოძახილი.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძემ გადაიხადა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საწევრო გადასახადი – სამი მანეთი. კვიტანციას ხელი მოაწერა ხაზინადარმა, იროდიონ სონღულაშვილმა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაითვალისწინეს ბუდუ მდივნის წინადადება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისას მეტი სიფრთხილის გამოჩენის შესახებ.

1925

ტიპი: ნასამართლეობა

1925 წლის ბოლოს გლეხი დიომიდე მარგალიტაძე დააპატიმრეს.