ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49589

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ციციშვილის განხადება მისი მამულის „ბეთანიის“ შესახებ, რომლითაც იგი თხოულობს, რომ შუამდგომლობა გაეწიოს სამიწადმოქმედო სამინისტროს წინაშე, რათა მამული ცნობილ იქნას კულტურულ მეურნეობად. კრების დადგენილებით ქონებათა გამგეს, გიორგი გვაზავას დაევალა მიწათმოქმედების მინისტრთან მოლაპარაკება აღნიშნული საკითხის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: სექციის გამგე გიორგი გვაზავა; წევრები: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი; მდივანი, ილია ზურაბიშვილი; კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე მოისმინეს კახეთის საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობა, რომ მისი საჭიროებისათვის შეძენილ იქნას ერთი ტვირთმზიდავი ავტომობილი. კრების თანხმობით, სამეურნეო სექციას ეთხოვა აღნიშნული ტვირთმზიდავის შეძენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას ესწრებოდნენ: სექციის გამგე გიორგი გვაზავა; წევრები: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი; მდივანი, ილია ზურაბიშვილი; კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე, ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე დაადგინეს: 1. გავრცელებულ იქნას მთავრობის დეკრეტი ხელფასის ნორმების შესახებ კახეთის რკინიგზაზე 1 აპრილიდან; 2. კახეთის რკინიგზის გამგეობის მიერ მთავრობის წინაშე აღძრულ იქნას შუამდგომლობა სამ მილიონიანი დახმარების, ან სესხის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ქართველ ვაჭართა კავშირის წინადადება ქარვასლაში ოთახის გამოყოფის თაობაზე. სექციის დადგენილებით ქართველ ვაჭართა კავშირს დაეთმო ზემოაღნიშნული ოთახი და პეტრე მამრაძეს დაევალა ვაჭართა კავშირთან ქირის რაოდენობისა და სხვა პირობების შესახებ მოლაპარაკება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე მოისმინეს გიორგი გვაზავას მოხსენება სილოვან გიგიბერიას შუამდგომლობის თაობაზე, ქარვასლაში ოთახის დატოვების შესახებ. სექციის დადგენილებით, სილოვან გიგიბერიას ჩამოერთვა რესტორან "პარიზის" ოთახი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე ქავთარაძემ ისაუბრა რესტორან "პარიზის" შესახებ, რომლის საბილიარდო ოთახიც ყომარბაზების ბუდედ იყო გადაქცეული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი, გიორგი ლასხიშვილი, რევაზ გაბაშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი და მამულების მოურავი – პეტრე მამრაძე. სხდომაზე სექციამ დაადგინა: 1. რესტორან "პარიზის" სადგომის ის ნაწილი, სადაც საბილიარდოა მოთავსებული ჩამოერთვას გიგიბერიას და მოისპოს საბილიარდო; 2. სილოვან გიგიბერიას მიეცეს წინადადება, სურვილის შემთხვევაში დარჩეს რესტორან "პარიზის" მეორე ნაწილში, რომელიც ქარვასლის ქვედა სართულზეა მოთავსებული და იხადოს ყოველთვიურად ქირა ხუთასი მანეთის ოდენობით; 3. მიეცეს გიგიბერიას 2 კვირის ვადა ამ პირობის აღსასრულებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე პეტრე მამრაძემ ელექტროსადგურისა და სამოურავო კანტორის თანამშრომლებისათვის ხელფასის მომატების შესახებ განაცხადა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ელექტროსადგურის კანტორის გამგეს, დავით კიკნაძეს ხელფასი განესაზღვრა 600 მანეთით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 მაისს დავით კიკნაძე იყო ელექტროსადგურის კანტორის გამგე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის გადაწყვეტილებით სამოურავო კანტორაში დასაქმებულ ევგენი გარსევანიშვილს, რომელიც ჯარში იყო გაწვეული, შეენახებოდა ადგილი და ყოველთვიურად გადაეცემოდა ხელფასის ნახევარი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 ნოემბერს მალაქია ტოროშელიძე ამიერკავკასიის ფერდერაციული გაერთიანების საკითხზე გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 ნოემბერს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.