ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52185

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 22 თებერვალს დაკავებული სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტის პირადი საქმის მიხედვით, მან ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის 3 კლასი დაამთავრა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 22 თებერვალს (სხვა საქმის მიხედვით − 14 თებერვალს) სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი სოფელ მელექედურში, საკუთარ ოჯახში, დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 28 თებერვალს გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილი თბილისში დააკავეს. მას ბრალად სასამართლო კანცელარიის ბეჭედდასმული ფურცლების დაბეჭდვა და გოგიტა ფაღავასთვის გადაცემა ედებოდა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებულ გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილს დამთავრებული ჰქონდა გიმნაზიის 8 კლასი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებული გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილის პირადი საქმის მიხედვით, ის მსახურობდა აღმოსავლეთ საქართველოს ოლქის სასამართლოს კანცელარიის რეგისტრატორად.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებულ გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილს ჰყავდა: დედა, ოლღა – 53 წლის, დიასახლისი; მეუღლე, ნინა – 23 წლის, მოსწავლე; და, სოფია – 28 წლის, მოსწავლე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის, იასონ ლორთქიფანიძის მოხსენება ბაქოს ქართული სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კორნელი კეკელიძის თხოვნა წიგნსაცავ-მუზეუმიდან ხელნაწერების სახლში გატანების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებული გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის უპარტიო იყო.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებული გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილის პირადი საქმის მიხედვით, ის სტუდენტი იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 28 თებერვალს დაკავებულმა გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილმა დანაშული აღიარა. სასამართლომ 5 წელი ციხე მიუსაჯა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო გამომცემლობის მოთხოვნა წიგნების ვალის გადახდის შესახებ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და დავით კარიჭაშვილი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადოების მუზეუმს ხუთშაბათობით დაესვენა, ხოლო დანარჩენ დღეებში 3 საათამდე ემუშავა. დადგენილება ძალაში უნდა შესულიყო 6 მარტიდან.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის წინადადება, დაეგირავებინათ 8 მილიონი მანეთის წიგნები კოოპერატიულ ბანკში და დაებეჭდათ„დედა ენის“ I ნაწილი 15 ეგზემპლარად, რადგან მას სახელმწიფო გამომცემლობა არ ბეჭდავდა. გამგეობამ ბანკთან მოლაპარაკება ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა ალექსანდრე დოლიძე. შვილი, პეტრე დოლიძე, დასაფლავებას ვერ დაესწრო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის გაზაფხულზე პეტრე დოლიძე უკანასკნელად დაატუსაღეს. გაბრაზებულმა ჩეკამ ის საშინლად აწამა და დაავადმყოფებული საგუბერნიო ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი აჯანყების დღეებში სხვა ამხანაგებთან ერთად – სასაკლაოზე,

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 3 მარტს, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ამბროსი გაჩეჩილაძე დაკითხეს. მის ჩვენებაში საუბარია ილარიონ რუხაძესთან შეხვედრის დეტალებზე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 3 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურის, გრიგოლ ბურჭულაძის, ხელფასი 40 მანეთით განისაზღვრა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის დადგენილებით, გრიგოლ ბურჭულაძე თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურედ დაინიშნა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის 12 მარტს, 13:20 საათზე, დაიწყო მორიგი სასამართლო სხდომა კათალიკოს ამბროსისა და საკათალიკოს საბჭოს წევრების საქმეზე. დაცვის ადვოკატი კირილე ნინიძე აცხადებდა, რომ მუშაობისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა ჰქონდათ, კერძოდ, პრესაში ვრცელდებოდა წერილები, რომლებშიც დაცვის ადვოკატებს სინდისით მოვაჭრეებს უწოდებდნენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ – „დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას უშვრებიანო“. დაცვის მხარე ამ გარემოებათა შესახებ სასამართლოს წერილით მიმართავდა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, არალეგალმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ თელავში მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია დააარსა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი – ეწეოდნენ აქტიურ ანტისაბჭოთა საქმიანობას, თუმცა პარტიული ჯგუფის (უჯრედის) კრების მოწვევა მხოლოდ 2-ჯერ შეძლეს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარი წევრები იყვნენ: ფირუზ ივანეს ძე გაგნიძე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე და შალიკო ხელიაშვილი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარმა წევრებმა – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძემ, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძემ და შალიკო ხელიაშვილმა – სულ დააკავეს არალეგალურ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებული 20 პირი. დადგენილებაში არის რეკომენდაცია, რომ დაკავებულები გადაეგზავნათ საქართველოს ჩეკაში თბილისში. რეკომენდაცია შესრულდა 17 მარტს.