ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50062

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს გარდაცვლილმა იოსებ გიორგის ძე სააკაშვილმა გორში მის მფლობელობაში არსებული სახლი, რომლის ღირებულება იყო 30 000 მანეთი, ქალაქს უანდერძა. სახლის შემოსავალი ღარიბი ოჯახის შვილების აღზრდას უნდა მოხმარებოდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის ბოლოს მალაქია ტოროშელიძემ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში მუშაობას თავი დაანება.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში ფადეი ნიკოლოზის ძე ბოგომოლოვმა აიღო 36 ხმა, პეტრე სიმონის ძე ვასილევმა – 40, მიხეილ ნიკოლოზის ძე ვესელოვზოროვმა – 78, ვასილი დავითის ძე გაბაშვილმა – 46,გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა – 66.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 18 ნოემბერს იოსებ სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს შესთავაზა, ამიერკავკასიის საბჭოების პირველ ყრილობამდე არ ეჩქარათ ფილიპე მახარაძის საქართველოდან გაწვევა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს საგარეჯოს სოფლის საზოგადოებამ დაადგინა, სოფელში ახლომდებარე წყაროებიდან მილებით გაეყვანა წყალი. ტექნიკოსმა გიგო ზაქარიას ძე ქურდიანმა დაიანგარიშა ხარჯი, რომელიც სულ ოცი თუმანი გამოვიდა. სოფელმა ხარჯი თავის თავზე აიღო და მუშების უფასოდ გამოყვანა იკისრა. ქურდიანმა განაცხადა, რომ სოფელს უფასოდ დაეხმარებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ოქტომბერს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენრტალური კომიტეტის ახალი შემადგენლობის პირველ პლენუმს დაესწრო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში ალექსანდრე გრიგოლის ძე ტურკოვსკიმ მიიღო 39 ხმა, ივანე დავითის ძე უთნელიშვილმა – 76, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა – 77, ვასილი ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილმა – 79, მაკარ იგორის ძე ჩიმიშკინმა – 6, ივანე ალექსის ძე შადინოვმა – 57, მიხეილ სერგეის ძე შახ-პარონიანცმა –80, ტიგრან ამბარცუმის ძე ენფიანჯიანცმა – 36.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში ნიკოლოზ ივანეს ძე თამამშევმა აიღო 38 ხმა, პეტრე გრიგოლის ძე ტარანოვსკიმ – 38, იოსებ თადეოზის ძე ტიგრანოვი – 79,ივანე ანდრიას ძე ტიხენკომ – 39, ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა – 36, გიორგი მიხეილის ძე თუმანოვმა – 81, დავით ნიკოლოზის ძე თუმანოვმა – 77.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების მეორე საარჩევნო ნაწილში არკადი ნაზარეს ძე მილოვმა აიღო 60 ხმა, სერგეი ზურაბის ძე მირზოევმა – 58, ივანე იგორის ძე ფსაროვმა – 67, გასპარ არტემის ძე სტეფანოვმა – 65, მიხეილ ანონის ძე სულიევმა – 65, იოსებ ალექსანდრეს ძე სულხანოვმა – 66, ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვმა – 66.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 28 ოქტომბერს სერგო ორჯონიკიძე ვლადიმერ ლენინს საქართველოდან სერგო ქავთარაძის მოსკოვში სამუშაოდ გაწვევის აუცილებლობაზე სწერდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების მეორე საარჩევნო ნაწილში ივანე მიხეილის ძე ალიხანოვმა მიიღო 66 ხმა, იოსებ იაკინთესს ძე ამირხანოვმა – 71, სტეფანე იოსების ძე ანანოვმა – 68, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა – 71, რაჰიმ-ბეკ ახუნდოვმა – 70.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 სექტემბერს თბილისში გამართულ ხმოსანთა არჩევნების პირველ საარჩევნო ნაწილში, ფერდინანდ კარლის ძე გეინიმ მიიღო 40 ხმა, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარმა – 38, ივანე მაკარის ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა – 36, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძემ –76, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვმა – 76.