ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50534

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის სამაზრო კომიტეტი უღრმეს მადლობას უცხადებს ყველას, ვინც 31 აგვისტოს სამაზრო კომიტეტის წევრის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოში“ ქ. ზესტაფონის ვაჭრები უღრმეს მადლობას უცხადებენ ყველას, ვინც 31 აგვისტოს მათი მეგობრის და საზოგადო მოღვაწის, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძის დაკრძალვას დაესწრო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 23 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ილია და მიხეილ თომას ძე ჯაიანები, ბარბარე დავითის ასული და ანდრია პავლეს ძე დავითაშვილები ნათესავებს თამარ დავითის ასულ ჯაიანის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. პანაშვიდები ყოველდღე, დღის 12-სა და საღამოს 7 საათზე ავლაბარში, შემახის ქუჩა N31 გაიმართებოდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის დეიდაშვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის მეუღლე ნინო ნიკოლოზის ასული ზურაბიშვილი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნინო ნიკოლოზის ასული და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი შვილებით, ნათესავებსა და ახლობლებს მეგობრის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას აუწყებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ნიკოლოზ, კონსტანტინე, ანასტასია და ეკატერინე ნიკოლაძეები ოჯახებით, ნათესავებს და ნაცნობებს მათი დეიდაშვილის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის, გარდაცვალებას აუწყებდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ახლობლებს მისი დეიდაშვილის, დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას აუწყებს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ძმა პლატონი, დები − ელისაბედ, ეფემია და ნინო ხელთუფლიშვილები დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. 8 თებერვალს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართებოდა წირვა, დაკრძალვა − დიდუბის პანთეონში.