ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51004

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ქორქიამ, რომელმაც საბჭოს გააცნო კომიტეტის წევრები: ზურაბ ავალიშვილი, აპოლონ ურუშაძე, ალექსანდრე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მიქელაძე, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჩოჩია, ვალერიან გიორგაძე, ალექსანდრე კვინიხიძე, თავმჯდომარე – ალექსანდრე ქორქია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთა მმართველს, პავლე საყვარელიძეს წერილი გაუგზავნა ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ, პროკოფი დოლიძეზე მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს შინაური და საგარეო მდგომარეობა. ქართული ლიგის წარმომადგენლის, დავით შარაშიძის მოხსენების შემდეგ საფრანგეთის ლიგის წარმომადგენლის, პროფ. ოლარისა და ბელგიელ ვილმოტის მთავარი მონაწილეობით შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც საბჭომ ერთხმად მიიღო, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა შეიკავა თავი.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პეტრე დოლიძე იყო 24 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგის ბოლო კურსის სტუდენტი, ძველი სოციალ-დემოკრატის შვილი, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი, ნიჭიერი და მომზადებული ახალგაზრდა.