ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51163

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან გიორგი არჯევანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1920 წლებში გიორგი არჯევანიძეს დასავლეთ საქართველოში გაშლილი I ქვეითი დივიზიის მეთაურის თანამდებობა ეკავა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლიდან გიორგი არჯევანიძე საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული და ქალაქ ფოთის სამხედრო გარნიზონის უფროსი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გიორგი არჯევანიძე ქართულ წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი არჯევანიძე ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი ოფიცერი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის მაისიდან გიორგი არჯევანიძე ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის უფროსად დაინიშნა.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წლის სექტემბრიდან გიორგი არჯევანიძე ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის იანვრიდან გიორგი არჯევანიძე სათადარიგო ჯარში გადავიდა ასაკის გამო.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გიორგი არჯევანიძემ დაწერა ნაშრომი „სახელმძღვანელო სამხედრო საქმეში“.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი არჯევანიძე 1917 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი არჯევანიძე 1906 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი არჯევანიძე 1909 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი არჯევანიძე 1914 წელს წმინდა ვლადიმირის IV და III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.