ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46103

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ვლადიმერ გაჩეჩილაძემ განათლება მიიღო ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში.

1911

ტიპი: სტატუსი

1911 წელს ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძემ მთავარი მასწავლებლის წოდება მიიღო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 31 აგვისტოდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე დაინიშნა ახალციხის ვაჟთა პროგიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 17 მარტის „ერთობის“ ცნობით, დუშეთის მაზრის კომისრად იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (პართენაშვილი) დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჩოხატაურის რაიონის კომისარმა პავლე ცინცაძემ ქუთაისის გუბერნიის კომისარს შეატყობინა, რომ მობილიზაციის საქმე კარგად მიდიოდა. მოხალისედ ბევრი ჩაეწერა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს შუსტერის სახელობის თბილისის პირველ ებრაულ გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პედაგოგები: 1. ბ. კ. კრამორენკო, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2. ისააკ რაბინოვი, ებრაული ენის პედაგოგი, სპეციალური განათლება, 3. მ. ი. ბერკოვიჩი, ებრაული ენა, მოსამზადებელი კლასები, 4. მოსე ბერნშტამი, ებრაული ენა, განათლება: სამასწავლებლო სემინასრია. 5. ვ. ა. ჩომენკოვი, ლათინური ენა, საუნივერსიტეტო განათლება. 6. მ. ი. მოროზოვა, გერმანული ენა. 7. ვ. ი. გერი, ფრანგული ენა, უმაღლესი განათლება. 8. ა. დ. ლეტუჩი, გერმანული ენა, უმაღლესი განათლება. 9. სოფია მიხეილის ასული მიხაილოვა 10. ი. დ. მელიქ-შახნაზაროვი, ისტორიის პედაგოგი, განათლება: უნივერსიტეტის სამასწავლებლო კურსები, 11. რ. ა. რუბენშტეინი, ისტორია, გეოგრაფია .12. ა. იაროშენკო, ბუნებისმეტყველება 13. ა. ა. იაროშენკო, საუნივერსიტეტო განათლება, 14. პ. დ. ბაბრო, ხელსაქმე. 15. ა. ა. სიდორენკო, ხატვა. 16. მ. პ. ხალაპოვა, 17. ს. პ. გრიგორევა, 18. მინა ისაკის ასული შაში, საანბანო კლასის პედაგოგი.

1932

ტიპი: გარდაცვალება

1932 წლის 12 თებერვალს ლევილში მყოფმა დავით შარაშიძემ შეიტყო, რომ მამამისი, გიგო შარაშიძე გარდაიცვალა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 23 ივნისს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისი მეუღლის ძმა, რენე ტუსენი და მისი შვილის, გოგის ნათლია აპირებდნენ საპროფესიო და ტექნიკური სკოლის დაარსებას, რომელშიც დავითი მდივნად იმუშავებდა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს ნინო ქიქოძემ შვილიშვილს, გოგი შარაშიძეს საქართველოდან საფრნაგეთში გაუგზავნა თავისი დაწერილი წიგნაკები ჩიტების შესახებ.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს პარიზში დავით შარაშიძის მეუღლემ, ელენე ტუსენმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძე მუშაობდა საპროფესიო და ტექნიკური განათლების სკოლაში, სადაც ბუღალტერია, კომერციული საგნები, ენები, ჭრა-კერვა და ა. შ. ისწავლებოდა.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 24 მაისს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან მისწერა, როგორ განიცდიდა ძმის, შალვას გარდაცვალებას.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან დედას, ნინო ქიქოძეს, მოსწერა, რომ მისმა ერთი წლის შვილმა, გოგიმ ქართულად დაიწყო ლაპარაკი. ქართულს სწავლობდნენ მისი მეუღლე ელენე და მეუღლის ძმა რენეც.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის ივნისში დავით შარაშიძე ცოლ-შვილთან ერთად ბოისზე, საფრანგეთის პროვინციაში, პარიზიდან 75 კილომეტრის დაშორებით გადასახლდა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს დავით შარაშიძემ დედის, ნინო ქიქოძის საქართველოდან გაგზავნილი წერილები საფრანგეთში დაგვიანებით მიიღო, რადგან ფოსტაში არევიათ და ლევილის მაგივრად ლუისვილში გაუგზავნიათ, შემდეგ კი იქიდან ისევ საფრანგეთში დაუბრუნებიათ.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ნინო ქიქოძემ საქართველოდან საფრანგეთში შვილიშვილს, გოგი შარაშიძეს ქართული ანბანი გაუგზავნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 ოქტომბრისთვის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძე თბილისის ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება სკოლების მდგომარეობის შესახებ. სხდომის დადგენილებით, საზოგადოების სკოლების პერიოდული დათვალიერება სიღნაღის მაზრაში (ნუკრიანი, შრომა) ნიკოლოზ ყაზბეგს დაევალა, თელავში – გრიგოლ ბურჭულაძეს, ზუგდიდსა და მოდინახეში – ვლადიმერ გაგუას, ბათუმში – ილია ფერაძეს, სოხუმში – პეტრე ჭარაიას, ატენსა და ვარიანში – კირილე არველაძეს.

1900

ტიპი: განათლება

1900 წელს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალიამ სემინარიის სტუდენტის წოდებით თბილისის სასულიერო სემინარიის სრული კურსი დაამთავრა.