ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52076

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის თებერვალში, რუსეთთან ომის დროს უთანხმოება მოუვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან მოხალისეთა რაზმების ორგანიზაციის საკითხებზე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის თებერვალში, ნოე რამიშვილთან უთანხმოების გამო ლეო კერესელიძე მცირე ხნით დაკავებული იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იასონ კერესელიძემ საქართველოში დარჩენა გადაწყიტა და ემიგრაციაში არ წასულა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტის შემდეგ იასონ კერესელიძე დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი გახდა და ანტირუსული და ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადებაში ჩაერთო.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ბოლშევიკებმა იასონ კერესელიძეც დააპატიმრეს და სხვა 14 ქართველ პატრიოტთან ერთად დახვრიტეს.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზაქარია ყიფშიძე დაიბადა 1873 წლის 22 მარტს თბილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ საღოლაშენში.

1873

ტიპი: სტატუსი

ზაქარია ყიფშიძე წარმომავლობით სასულიერო წოდებას მიეკუთვნებოდა.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ, ძმების მსგავსად, გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში ზაქარია ყიფშიძემ გორის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, თუმცა, საბოლოოდ სამხედრო კარიერა აირჩია.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს ზაქარია ყიფშიძემ მოსკოვის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ზაქარია ყიფშიძემ კავკასიის მე-3 დრუჟინაში დაიწყო სამხედრო სამსახური.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ზაქარია ყიფშიძეს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ზაქარია ყიფშიძეს შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ზაქარია ყიფშიძეს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ზაქარია ყიფშიძემ პირველი თანრიგით დაასრულა საინტენდანტო სასწავლებელი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის შემდეგ ზაქარია ყიფშიძე დროდადრო საკუთარ ნაწარმოებებსა თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 6 დეკემბერს ზაქარია ყიფშიძე 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადის საინტენდანტო სამსახურის უფროსად დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზაქარია ყიფშიძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ზაქარია ყიფშიძე აქტიურად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის დეკემბრიდან ზაქარია ყიფშიძე 1-ლი კავკასიური მსროლელი ბრიგადის ბაზაზე გაშლილი დივიზიის საინტენდანტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ზაქარია ყიფშიძეს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ზაქარია ყიფშიძე კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს უფროსი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ზაქარია ყიფშიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.