ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს მანუჩარ ყიფიანი რაჭის მაზრის გამგებელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ჟიულ მურიეს მიერ ფრანგულად ნათარგმნი სულხან საბა-ორბელიანის რამდენიმე იგავ-არაკი გამოვიდა, რომლებიც მან გიორგი ორბელიანს მიუძღვნა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს კონსტანტინე შალიკაშვილი გორის მაზრის მარშალი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ტარასი მამალაძე თბილისის სამოქალაქო სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს პეტერბურგში მყოფი ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს არსენ წითლიძე ჩოხატაურის სკოლის მასწავლებელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ალექდანდრე ნებიერიძემ ვიქტორ გამყრელიძე თავის დასში მიიწვია.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ლეონტი ჯაში ილორის სკოლის მასწავლებელი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გაზეთ „დროებაში“ შიო მღვიმელის პირველი ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 ანთიმოზ ჯუღელი იყო მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ანთიმოზ ჯუღელი სოხუმში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ინპექტორმა სტეფანოვმა თედო სახოკიას ბინაში აკრძალული ლიტერატურის აღმოჩენის შემდეგ მას ურჩია სემინარია თავისი ნებით დაეტოვებინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თედო სახოკიასა და მიხა ცხაკაიას ბინის დათვალიერებისას სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა დამალული პფეიფერის „კოოპერაცია“ აღმოაჩინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სემინარიის ინსპექტორმა თედო სახოკიას ბინაში პფეიფერის „კოოპერაციის“ აღმოჩენის შემდეგ თედოს სასწავლებლის თავისი ნებით დატოვება ურჩია, რადგან ყოფაქცევაში უმაღლესი შეფასების გარეშე სხვა სასწავლებელში სწავლას ვერ გააგრძელებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლუარსაბ ხელაძემ დაიწყო მუშაობა თბილისში გახსნილ სტამბაში.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს გაზეთ „დროების“ №61-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ერთი წიგნის გამო − ძღვნად ქართველ დედებს.“

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სოხუმელ საზოგადო მოღვაწეს, ანთიმოზ ჯუღელს ურჩევია თედოს მამისთვის შვილის საზღვარგარეთ გაშვება სააგრონომო საქმის შესასწავლად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია გაეცნო სოციალიზმს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, ნათლისღების შემდეგ, თედო სახოკიამ ბინა იქირავა მიხა ცხაკაიასთან ერთად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ ფოტოგრაფისგან აკრძალულ მწერალთა ფოტოები შეიძინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, შობის დღესასწაულზე სოხუმში სტუმრობისას, თედო სახოკიამ მამასთან წაიღო ერთი ფოტოგრაფისგან შეძენილი „აკრძალულ“ მწერალთა ფოტოები.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ გაიცნო ზაქარია ჭიჭინაძე.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წელს თედო სახოკიამ გაიცნო ალექსანდრე ჯაბადარი.

1885

ტიპი: მფლობელობა

1885 წელს ალექსანდრე ჯაბადარსა და ივანოვს გოლოვინის პროსპექტზე კერძო ბიბლიოთეკა ჰქონდათ გახსნილი.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ალექსანდრე ჯაბადარი და ი. ივანოვი თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს აკრძალულ წიგნებს ქირით აძლევდნენ ბიბლიოთეკიდან.