რეგისტრირებული ფაქტები50005
სორტირება თარიღი მზარდობით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ხელთუბნის სკოლის მასწავლებელს გაუგზავნეს მოთხოვნილი სახელმძღვანელოები და დართეს ნება, რომ რუსულის სწავლა დაეწყოთ მაშინ, როცა მოსწავლეები ამისთვის მზად იქნებოდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 11 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ წარმოდგენილი საჩივარი მცხეთასა და ვაყაში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ წინააღმდეგობებზე და მიიღეს დადგენილება, რომ ეს საჩივარი მცირეოდენი შესწორებით გაეგზავნათ კავკასიაში სწავლა-განათლების მზრუნველ კირილე იანოვსკისთვის.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ წერილი მიიღო სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართველი მოსწავლეებისგან, რომლებიც სთხოვდნენ ჟურნალ „ივერიის“ რედაქტორობა „ღირსეულ შემცვლელისთვის“ გადაებარებინა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძის წერილი მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ქუთაისში „წიგნების გამომცემელი წრის“ საზოგადოების აგენტებად ალექსი ჭიჭინაძე, ესტატე მჭედლიძე, სილოვან ხუნდაძე და კირილე ლორთქიფანიძე დაასახელეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო კირილე ლორთქიფანიძის წერილი იმის შესახებ, რომ გაზეთ „შრომის“ თანამშრომლებმა და რამდენიმე განათლებულმა პირმა ქუთაისში წიგნების გამომცემელი წრის დაფუძნება გადაწყვიტეს, წესდება ალექსანდრე ჭყონიამ შეადგინა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძის წერილი მიიღო, რომელითაც ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „წიგნების გამომცემელი წრის“ თავის დაქვემდებარებაში მიიღებასა და მფარველობის გაწევას სთხოვდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 15 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს კირილე ლორთქიფანიძემ წერილობით აცნობა, რომ ქუთაისში „წიგნების გამომცემლის წრის“ საზოგადოებამ წიგნის გამოცემის საკითხში სრული ავტონომია მოითხოვა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 16 დეკემბერს ქართულმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის ორმოქმედებიანი კომედია „მაჭანკალი“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები სკოლაში ფრანგული ენის სწავლებას ითხოვდნენ. საზოგადოებამ უპასუხა, რომ ფრანგულის სწავლების ნებას კანონი არ იძლეოდა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები იანვრიდან სკოლის მათთან ახლოს გადატანას ითხოვდნენ. საზოგადოებამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლა გადაიტანა წყრთაში ისეთ ადგილზე, რომელიც ცოტა შორს იყო მაჰმადიანი ქართველებისგან, მაგრამ, ამის მიუხედავად, 34 მაჰმადიანი მოსწავლე ჰყავდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მოიწონეს კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზება სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ილია ჭავჭავაძეს სარეცენზიოდ გადასცეს სოფრომ მგალობლიშვილის მიერ გადმოკეთებული წიგნი „შესანიშნავი ბავშვები“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, ბათუმის სკოლისთვის ეცნობებინათ, რომ დამატებით საგნად ფრანგულის შესწავლა დაწყებით კლასებში სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული არ იყო და ვერ დაამტკიცებდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, არ დაკმაყოფილდა ვარლამ გაბიჩვაძის თხოვნა „ქართული წერის დედნის“ გამოსაცემად მისთვის ფულის სესხების თაობაზე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოიწონეს კირილე ლორთქიფანიძის შეთავაზება სახელმძღვანელოების ბეჭდვასა და გავრცელებაში დახმარებასთან დაკავშირებით.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-1890 წლებში ილია წინამძღვრიშვილმა დააარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი საქართველოში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მაისში კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსმა კირილე იანოვსკიმ და მისმა თანაშემწემ ბათუმის სკოლაში სასწავლო პროცესი შეამოწმეს და სკოლის მმართველ მოსე ივანეს ძე ნათაძეს შენიშვნა მისცეს, რადგან არითმეტიკა და გეოგრაფია ქართულად ისწავლებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივლისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ ბათუმში გრიგოლ მასუმოვისგან მიიღო ხაზინადარ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ ტელეგრამით საჩუქრად გამოგზავნილი 10 თუმანი მუყაითი შრომისათვის.