ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46136

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრად აირჩია ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრად აირჩია გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრად აირჩია ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრად აირჩია ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრად აირჩია ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ აირჩია გამგეობა, რომლის თავმჯდომარეც იყო ილია ჭავჭავაძე.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ აირჩია გამგეობა, რომლის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებამ გამგეობის წევრად აირჩია იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 27 მაისს ნიკოლოზ დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ქართველიშვილი ხაზინადრად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ ნიკოლოზ ღოღობერიძე აირჩიეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ რამაზანის დაწყების გამო მოსწავლეებს 4 ივნისს დაითხოვდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ ივანე მუხრან-ბატონის წერილი დაიბეჭდა, რომლითაც მან ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის გამო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიის „ვიქტორ ჰიუგო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძისგან შეღავათიან ფასში შეიძინა 265 ძველი და ახალი ნაბეჭდი წიგნები.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილი საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოიწონეს ილია ჭავჭავაძის მოსაზრება, რომ საზოგადოების ანგარიშები „ივერიაში“ დაებეჭდათ და ცალკე წიგნად გამოეცათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მცხეთისა და ვაყის სკოლების საზოგადოების გამგეობისთვის დაქვემდებარების გადაწყვეტილება მიიღეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მირიანაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შესასყიდად შემოთავაზებული წიგნების ფასების გარკვევა დაავალეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „ვიქტორ ჰიუგო“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის წერილი ესტატე მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ პეტრე მელიქიშვილისთვის შესამოწმებლად კახური ღვინოები გაეგზავნათ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომლითაც მან ქუთაისის თავდაზნაურთა კრებაზე დიმიტრი ყიფიანს მიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი ქუთაისის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას წინამძღოლად არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.