ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46141

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ამირანდარეჯანიანის“ შესახებ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის „დროებაში“ კონსტანტინე ცხვედაძის სტატია „ქარელი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ყვირილიდან ვარძიამდე“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, რედაქციამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული ბროშურა „ქართული მწერლობა მეცამეტე საუკუნიდან მეთექვსმეტე საუკუნემდე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბობრინსკიმ სოფელ ვეჯინში მიხეილ ანდრონიკაშვილისგან მამული იყიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აგვისტოს „კავკაზის“ ცნობით, თბილისის საქალებო პროგიმნაზია ოლღა თეოდორეს ასული არჩვაძის სახელობის გახდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 2 აგვისტოს „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის ეთნოგრაფიული წერილის „ფშავ-ხევსურეთი“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 აგვისტოს „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის ეთნოგრაფიული წერილის „ფშავ-ხევსურეთი“ მესამე ნაწილის გაგრძელება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „კავკაზში“ ილია ჭავჭავაძის, პეტრე უმიკაშვილისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის რედაქტორობით ნიკოლოზ გულაკის სტატიის „ვისრამიანი“ დასაწყისი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის საკვირაო ფელეტონი „კითხვის სურვილი ჩვენში“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 აგვისტოს „დროებაში“ ილია ზარაფიშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ლაისტი თბილისში ჩამოვიდა და მალევე საგურამოში, ილია ჭავჭავაძესთან, გაემგზავრა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 აგვისტოს „დროებაში“ ილია ზარაფიშვილის სტატია „კახეთი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ საბინინმა სინოდს სთხოვა, რომ კახეთში მდებარე ბერების ერთ-ერთი ეკლესია მონაზვნების წმ. ნინოს სახელობის მონასტრად გადაეკეთებინათ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი გი დე მოპასანის ნაწარმოები „თავის მოვლა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის პირველი ტომი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სვიმონ ბეგიაშვილმა რუსული წიგნის „როგორ სცხოვრობენ ჩვენი გარდაცვალებულნი და როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ შემდეგ სიკვდილისა“ თარგმნა დაიწყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 აგვისტოს „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „აშოთან, თუ შოთა?“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ცერცვაძემ ოთხოქმედებიანი პიესა „ევგენი, ევგენიჩ ზანზალოვი“ დაწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 აგვისტოს „დროებაში“ ვლადიმერ აღნიაშვილის სტატია „ბიბლიოგრაფიული წერილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანსკიმ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილა საკითხი, როგორ დახმარებოდნენ გორის საქალებო სასწავლებელს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 აგვისტოს „დროებაში“ სამსონ ყიფიანის სტატია „პატარა შენიშვნა ძველი სენაკიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 15 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პახვალა როსტომის ძე ლიფონავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება დაიბეჭდა.