ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი როსტომის ძე წერეთლის სტატია „სამეგობრო წერილი, ვითომ მეგობრებს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 25 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „აღმოსავლეთის საქმე“ და დიპლომატია“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 იანვრის განცხადება იუწყება, რომ  28 იანვარს, 20:00 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გაიმართება საზოგადოების მმართველობის წევრთა კრება, რომელზეც, გარდა სხვა საკითხებისა, განიხილავენ კომისიის მოხსენებას 1885 წლის 1-ელ სექტემბრამდე საკანცელარიო საქმის წარმოების შემოწმების შედეგების შესახებ. განცხადებას ხელს აწერენ ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსი მირიანაშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „საუბარი ვაგონში“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელმა, ი. ა. ნაკაშიძემ და კ. აბაშიძე–გორლენკომ წმინდა სინოდს წარუდგინეს სიგელები და გუჯრები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ათონის მთაზე მდებარე მონასტერი IX საუკუნის იყო, ქართველებს ეკუთვნოდა და ბერძნები ცდილობდნენ მისაკუთრებას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 27 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „გლეხკაცობა და საკომლო მამული“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფსევდონიმი იყო ანჩხატელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „საუბარი ვაგონში“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის ფსევდონიმი იყო თ. კვალითელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის ნაკვესი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასული გაბუნია ნამდვილი არტისტი იყო, ცეცხლი უღვიოდა გულში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვარს თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბიძიასთან გამოხმაურებას“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 28 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის პოლიტიკა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. ღამბაშიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ქართველმა თავადაზნაურობამ წინამძღოლად ვერ აირჩია ისეთი გამოცდილი, გამჭრიახი ადამიანები, რომლებიც მომავალში მათ რთულ მდგომარეობას ოდნავ მაინც შეამსუბუქებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, ახალ სასწავლო სეზონზე თავადაზნაურებისთვის ისურვებდნენ, რომ მათ ისევე ებრძოლათ უმეცრების წინააღმდეგ, როგორც ადრე გარეშე მტერს ებრძოდნენ. თავადაზნაურებს ამ ბრძოლას ის გარემოებაც გაუადვილებდა, რომ მათ ჰყავდათ გონიერი წინამძღოლები, რომლებიც თავად აირჩიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ზოგიერთი უბნიდან სასიამოვნო ამბებს ისმენდნენ თავადაზნაურთა გულუხვობისა და სკოლებზე ზრუნვის შესახებ, რაც ძალიან დამაიმედებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ყველა ადამიანს მცირე თანხა მაინც უნდა ჰქონოდა გადადებული საკუთარი და ქვეყნის საჭიროებისთვის. ეს არ უნდა დაევიწყებინათ იმ აზნაურებს, რომლებიც სასწავლებლებში შვილების სწავლის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, როცა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის სამზრუნველო კომიტეტმა მოსწავლეების მშობლებს სწავლის გადასახადი დაუწესა, ზოგიერთმა აზნაურმა უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და თქვა, რომ ბანკი სწორედ შვილების გასაზრდელად და განათლების მისაცემად დააარსეს, ამიტომ ბანკს უნდა დაეფინანსებინა მათი განათლება. ეს პოზიცია სამწუხარო იყო, თუმცა ამ აზრს აზნაურთა მხოლოდ მცირე ნაწილი იზიარებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, თავადაზნაურებმა, როცა შეიტყვეს სასწავლებლებს ბანკი საკმარისად ვეღარ ეხმარებოდა და სკოლების არსებობას საფრთხე ემუქრებოდა, მათ ყველა ღონე უნდა ეხმარათ სასწავლებლების გადასარჩენად და ეთქვათ, რომ ხუთი-ექვსი მანეთის გადახდასაც არ დაინანებდნენ, პირიქით სასწავლებლებისთვის ახალ სახლებს შეიძენდნენ და გააფართოვებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, სკოლის მზრუნველებმა თავადაზნაურებს შეატყობინეს, რომ ბანკის დახმარება სასწავლებლებს არ კმაროდა და თუკი სურდათ შვილები უსწავლელად არ დარჩენილიყვნენ ბანკს ფინანსურად დახმარებოდნენ, რათა შემდეგ მას სასწავლებლებისთვის უფრო მეტად გაემართა ხელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ აზნაურების მიერ ვალის გადაუხდელობის გამო დაზარალებულმა სათავადაზნაურო ბანკმა სასწავლებლებს დახმარება შეუმცირა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ აზნაურების მიერ ვალის გადაუხდელობის გამო ბანკში ჩაბარებული მამულებით თვითონ ბანკმაც ვერ ისარგებლა, მყიდველი არავინ გამოჩნდა და დაზარალდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ თავადაზნაურობამ ქუთაისსა და თბილისში სააზნაურო ბანკები კი გახსნა და თითქოს, საზრუნავი გაიჩინა, მაგრამ საბანკო საქმეში ურიგოდ წარიმართა საქმე. ბანკიდან სესხი ვინც კი გაიტანა ყველამ შეჭამა და საჭიროებისამებრ არ გამოიყენა. აზნაური არ ფიქრობდა ვალის გასტუმრებას და პირიქით, მანამდე ფლანგავდა ფულს, სანამ არ შემოელია და ბოლოს იძულებული გახდა მამული ჩაებარებინა ბანკისთვის. ამგვარად, მან დაკარგა მამა-პაპისეული ქონება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სამსონ გიორგის ძე ყიფიანი წერდა, რომ ქართველმა ხალხმა გლეხებს ძალაუნებურად ააშენებინა სასკოლო სახლები. თავადაზნაურობა კი ამ დროს ცას შეჰყურებდა სასწაულების მოლოდინში, ის არ იყო ქმედითუნარიანი ქვეყნისთვის.