ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46204

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის თხოვნა. ბოცვაძე ჟურნალ „განათლებისთვის“ ითხოვდა დახმარებას. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის მიეცათ 1200 მანეთი. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დახმარებამდე საჭირო იყო ბიბლიოთეკის რევიზია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, მოსკოვის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გაეგზავნათ წესდება, უკანასკნელი ანგარიშები და ცნობები სახალხო მასწავლებლების კურსების შესახებ, რომლებიც იმავე წლის ზაფხულში ჩატარდებოდა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებები ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების რევიზიის შესახებ – სამომავლოდ გადაიდო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს დაავალეს, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკიდან საზოგადოების კუთვნილი 5 პროცენტი გამოეტანა. დოკუმენტების ღირებულება 4 800 მანეთს შეადგენდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 186.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს წიგნების ანგარიშში 21.52 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა შიო ქუჩუკაშვილს 100 მანეთი გადასცეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქუთაისის სატუსაღოს პატიმრებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ალექსანდრე ჭყონია. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს იაკობ ღულაძეს, დავით კარიჭაშვილსა და ალექსანდრე ყიფშიძეს დაევალათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის შემოწმება და გამგეობისთვის დასკვნის წარდგენა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძეს დაევალა სენაკის, ბათუმისა და წინარეხის სკოლების რევიზია, საგურამოსი – იაკობ ღულაძეს, კავკავის – პეტრე სურგულაძეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყვიტეს, რომ თბილისის პირველი ბიბლიოთეკის რევიზია ჩაეტარებინა ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს, მეორე სახალხო ბიბლიოთეკისა – პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს, მესამისა – ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეს, ხოლო მეოთხისა – იაკობ სოლომონის ძე ღულაძეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გომარეთის სკოლის მშენებლობის დასრულების შესახებ მისწერა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წლიური კრების დადგენილება მდივან დავით კარიჭაშვილისა და მის თანაშემწისთვის ხელფასების მომატების თაობაზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის პირველ მაისს თამარ ხარაბაძეს დაენიშნა სტიპენდია 8 მანეთი, ხოლო გიორგი ებრალიძესა და იასონ ჩხენკელს – 10-10 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 78.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მიხეილ ნასიძეს წიგნებზე მუშაობისთვის 19.32 მანეთი გადაუხადეს.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 12 თებერვალს ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიის კანდიდატებად აირჩიეს თამარ ხარაბაძე, გიორგი ებრალიძე და იასონ ჩხენკელი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო ამირაჯიბის თხოვნა, მისი შვილისთვის არ შეეწყვიტათ სტიპენდია. გამგეობამ სტიპენდიის 1-ლ ივლისამდე გაგრძელება გადაწყვიტა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ „ბუნების კარისთვის“ ოცდახუთპროცენტიანი საკომისიო დაეკისრებინათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება სტამბის იუბილეს მომზადების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.