ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46253

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით სთხოვა, გამგეობას წარმომადგენელი გაეგზავნა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის საკითხი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასკოლო სექციას, ასევე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაავალა, ორი კვირის შემდეგ გამგეობისთვის ეცნობებინათ მოსაზრება თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წიგნების საწყობის ჩაბარების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ პირველი ნაწილის 529, მეორე ნაწილის 801 ეგზემპლარი და ამ ნაწარმოების შემდგომ გამოცემის უფლება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლის სამზრუნველოდან აცნობეს, რომ მასწავლებელ ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანიას წასვლის შემდეგ მის გაკვეთილებს წლის ბოლომდე სკოლის სხვა მასწავლებლები ჩაატარებდნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, მის შვილებს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, რაზიკაშვილებს ძმები ზუბალაშვილების მიერ დაწესებული სტიპენდიებიდან 5 თუმანი გამოეყოთ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს საგარეჯოს სკოლის მასწავლებელმა გიორგი თადეოზის ძე ბოჭორიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის დახმარება სთხოვა. გამგეობამ საგარეჯოში 13 მანეთისა და 42 კაპიკის წიგნებისა და რვეულების გაგზავნა გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თბილისის გუბერნატორის თხოვნა, საზოგადოებას გაეგზავნა წარმომადგენელი თათბირზე, რომელზეც განიხილავდნენ თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის საკითხს. გამგეობამ წარმომადგენლებად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი აირჩია.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური, საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით – 8 მანეთი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური – საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით 8 მანეთი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა მისი შედგენილი ქართულ-სვანური ლექსიკონის გამოსაცემად შეძენის შესახებ. საზოგადოებას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ გადაწყვიტეს, მიემართათ ნიკო მარისთვის, რომელიც ლექსიკონის გამოსაცემად სამეცნიერო აკადემიასთან უშუამდგომლებდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 13 ივნისს მიხეილ საბინინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნისთვის „საქართველოს სამოთხე“ მიიღო 10 მანეთი.

1915

ტიპი: ღონისძიება

პავლე იესეს ძე ინგოროყვამ გერმანიის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ხელთუბნის სკოლაში ჩასატარებელი რევიზია ხელმოწერით დაადასტურეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ხელთუბნის სკოლის რევიზია იაკობ გოგებაშვილის თხოვნის საფუძველზე დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით „ბუნების კარს“ საკომისიო დააკისრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს თბილისის საეპარქიო სკოლების საბჭოდან მიღებული ბარათი, რომელშიც ეწერა, რომ გომარეთის სკოლის მასწავლებელმა ერასტი გორდელაძემ მოსწავლეებისგან სწავლის საფასურად 11 მანეთი აიღო.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 16 ივლისს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მომრიგებელ სასამართლოში საზოგადოების საქმეების საწარმოებლად სრული ვექილის უფლებამოსილება მიანიჭეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრად გრიგოლ რცხილაძის მაგივრად ფილიპე გოგიჩაიშვილი აირჩიეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნსაცავის დასაკაზმად 30 მანეთისა და წინარეხის სკოლისთვის 10 მან. 30 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა ლუკა რაზიკაშვილის თხოვნა ნაწარმოებებში დამატებითი ჰონორარის, 50 მანეთის მიცემის შესახებ და არ დააკმაყოფილა, რადგან მას წინასწარ აღებული ჰქონდა 175 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის გასული წლის ანგარიში განიხილეს და დაამტკიცეს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილის ანგარიში გასული წლის წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ საზოგადოება „ახალი მკითხველის“ წარმომადგენელ გრიაზნოვს გადაეცა 11 მან. 89 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.