რეგისტრირებული ფაქტები46253
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს გამოსცა 13 სხვადასხვა წიგნი, ამასთანავე, სურათები და რვეულები, რისთვისაც 10795 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1906 წელს არეულობისა და საერთო კრიზისის გამო საზოგადოების შემოსავალი შემცირდა, რამაც მატერიალურად დაასუსტა საზოგადოება. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1881
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ გადაწყვიტა თითქმის ხელუხლებელი თანხა, რომელიც გადადო წიგნებისა და სასწავლო ნივთებისათვის დამატებოდა იმ თანხას, რომელსაც კრება გადადებდა და ამ სახით აღმოეჩინა სრული დახმარება ყველა გაჭირვებული სკოლისთვის. დახმარება გაჭირვებულ სკოლებს სწორად და სამართლიანად უნდა განაწილებოდა. მმართველობა ფიქრობდა, რომ დახმარების თანაბრად განაწილება უფრო გაუადვილდებოდა, რადგან ცნობები ქუთაისისა და თბილისის გუბერნიის სკოლებზე მიღებული ჰქონდათ სკოლების დირექციებისგან და მასწავლებლებისგან. 80 სკოლა დაახლოებით 1500 მანეთის დახმარებას ითხოვდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დანიშნული ჰქონდა 35 სხდომა, რომელთაგან საზოგადოების თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე არ დასწრებია არც ერთს, თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაესწრო 27-ს. სხვა წევრები: ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი – 24-ს; გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი – 15-ს; ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი – 15-ს; ივანე გიორგის ძე რატიშვილი – 19-ს; სიმონ ფირცხალავა დაესწრო ყველა სხდომას; ვახტანგ მუსხელაშვილი – 20-ს; კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე – 21-ს; პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა – 16-ს.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, დამფუძნებელი წევრები, რომლებსაც საწევრო ერთიანად ჰქონდათ გადახდილი, იყვნენ: მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილი, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, იოსებ გრიგოლის ძე ზუბალაშვილი, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი, ირაკლი გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი, დეკანოზი ლუკა მაღრაძე, სპირიდონ ლევანის ძე ნარაკიძე (ნორაკიძე), იოსებ იულონის ძე დადიანი, დეკანოზი მათე ისააკის ძე სუხიაშვილი, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და გრიგოლ იაკობის ძე ცერცვაძე.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობის წევრები იყვნენ საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი და თავმჯდომარის მოადგილე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე. სხვა წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, ბ. ი. სარაჯიშვილი, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, თევდორე დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია და გიორგი კურდღელას ძე უთურგაური.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 სექტემბერს მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს აცნობა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იგი თელავიდან გადაიყვანეს გორის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 თებერვლის სხდომაზე თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტმა მოისმინა გიმნაზიის მასწავლებელ ნ. ნ. ბარანოვსკის თხოვნა, რომ სამეურნეო კომიტეტი გიმნაზიაში დაკარგული ლაბადის მოძებნაში დახმარებოდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და ვარლამ იოსელიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1917 წელს საღვთო სჯულს ასწავლიდა ქალთა მე-2 გიმნაზიის ყველა კლასში, თუმცა შტატგარეშე თანამშრომლად ითვლებოდა, რის გამოც მან, პარალელურად, თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში მასწავლებლის ადგილისთვის განცხადება შეიტანა. საბოლოოდ, ორივე გიმნაზიიდან, ქალთა მე-2 გიმნაზიიდან და მე-2 ვაჟთა გიმნაზიიდანაც წარადგინეს მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება ვარაუდობდა, რომ თბილისის სკოლის შესანახად ყოველწლიურად დაეხარჯებოდა არანაკლებ 120 თუმანი. ეს თანხაც არ იქნებოდა საკმარისი თუ მმართველობა, თანახმად თავისი პირველი განკარგულებისა, მოისურვებდა ის სამაგალითო სკოლად გადაექცია. მმართველობა იმედოვნებდა, რომ მოსწავლეთაგან სწავლის საფასურის სახით, წელიწადში შემოუვიდოდა არანაკლებ 40 თუმანი და ამით შეუმსუბუქდებოდა ხარჯი, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა და საზოგადოებას ერთ-ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 199 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის ზაფხულში მთავრობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას დაუმტკიცა ორი სოფლის – წინარეხისა და თიანეთის გადაწყვეტილება სკოლის დაარსების შესახებ, რომელიც ორი წლის წინ წარადგინეს და ამით ხელი შეუწყო სასოფლო სკოლების დაარსებას. ეს საქმე საზოგადოებისგან ყოველწლიურად დიდ ხარჯს მოითხოვდა, რადგან ყოველ სოფელს საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა, მით უმეტეს, სკოლის გახსნის პირველ პერიოდში. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ლავრენტი აგლაძის ვაჟის სწავლა 10 თუმნით დააფინანსეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა წიგნებისთვის ავანსის სახით 100 მანეთის მიცემის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნიკოლოზ გიორგის ძე თუხარელის, მირონ ალექსის ძე თოფჩიშვილის, პავლე იესეს ძე ინგოროყვას, ლევან იოსების ძე იოსებაშვილის, ალექსანდრე ბესარიონის ძე იმნაიშვილის, დავით პოლიევქტის ძე კარბელაშვილისა და კონსტანტინე კვერკველაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ კონსტანტინე თავართქილაძისთვის მიეცათ მოთხოვნილი ავანსი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ ვასილ კარბელაშვილის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა „მწუხრის“ და „ცისკრის“ დაბეჭდვის გამო დადებული ვალის გადახდაში. მას ასევე სურდა საგალობლების მესამე ნაწილის გამოცემა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აკაკი თომას ძე მაჭავარიანის, დავით გიორგის ძე მელაძის, ნიკოლოზ სერგეის ძე მესხის, გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილის, მელანია მრევლიშვილისა და ალექსანდრე დავითის ძე მამულაშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტა, შეეძინათ მწერალ ანასტასია წერეთლის 20 ცალი „ბუნება სურათებში“. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა – სულ 309 მან. 92კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა წაიკითხა მოხსენება დავით კლდიაშვილის მოთხრობების „სამანიშვილის დედინაცვლისა“, „სოლომონ მორბელაძის და ბ. ლომოურის „ყოველ კუთხიდან“ დაბეჭდვის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე ყიფშიძისთვის 15. 54 მანეთის მიცემის შესახებ.