ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი ეკუთვნოდა იმ დრამატურგების სკოლას, რომელმაც დრამატურგიული ხელოვნება და სცენა დაამკვიდრა ქვეყანაში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი პირველ ადგილს იკავებდა დრამატურგიის სფეროში, რომელშიც ბევრი დრამატურგი არ მოღვაწეობდა და სწორედ ამიტომ ჩანდა ის გამორჩეულად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს დიდი ნიჭი არ ჰქონდა, თუმცა არც უნიჭო დრამატურგი იყო.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას ფსევდონიმი იყო ვალიკო-ია.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასულის გაბუნიას ბენეფისი გაიმართა. წარმოდგენაზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ კომედიაში კომიზმი მოქმედებაში უნდა გამოჩენილიყო და არა სიტყვებში, წინააღმდეგ შემთხვევაში კომედიას ფასი ეკარგებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 13 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დიდი ბრიტანეთი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დავითის ძე მესხის მიერ იყო გადმოკეთებული ისტორიული ხუთმოქმედებიანი დრამა „თამარ ბატონიშვილი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 15 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრო-ვენგრია“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ხონში, ფოსტის პირდაპირ, ნესტორ იოსების ძე წერეთლის ახლად გახსნილ წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული, რუსული სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 17 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრია და მისი ეროვნული პრობლემები“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს შენიშნეს ერთი ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ მას გავარჯიშებული და ტკბილი ხმა ჰქონდა პოეტურ ნაწილში, სადაც აუცილებლად საჭირო იყო მაღალი ხმა დაბალ რეგისტრში ასრულებდა როლს, რის გამოც ძალიან გაუჭირდებოდა ზოგიერთი ტრაგიკული როლის განსახიერება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეოთხე მოქმედებაში საუცხოოდ ითამაშა და აღაფრთოვანა მაყურებელი. ასევე, ბოლო მოქმედებაშიც კარგად ითამაშა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობმა ადამიანმა დრამის „ურიელ აკოსტას“ მეორე მოქმედებაში მისი დონის არტისტისთვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ თამაშისას ეტყობოდა, რომ როლს პირველად ასრულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობ ადამიანს დრამაში „ურიელ აკოსტაში“ როლი ისე არ ჰქონდა ნასწავლი, როგორც თავის ნიჭს შეეფერებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ კარლ გუცკოვი ეკუთვნოდა იმ გერმანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა რაზმს, რომელსაც „ახალგაზრდა გერმანიას“ უწოდებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის ფელეტონი „ჩვენი მიწერ-მოწერა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მადლიერები იქნებოდნენ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი თუ თავისი როლების სწავლას ჩვეულებად აქცევდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის თეატრის თანამშრომლები მადლიერები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხის, რადგან მისი დამსახურებით თეატრის საქმეები წარმატებულად მიდიოდა, ყველა წარმოდგენაზე დარბაზი ხალხით ივსებოდა და გასაყიდი ბილეთები არ რჩებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 18 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „იტალია“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „იტალია და რომის პაპი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 20 თებერვალს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მეორეხარისხოვანი სახელმწიფოები ევროპაში“.