ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნინო სვიმონის ასული აბაშიძე-ორბელიანის განცხადება, რომ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის (მესხიევის) კონცერტის აფიშაში მისი სახელი უნებართვოდ მოიხსენიეს, რისი უფლებაც მისი გარეშე არავის ჰქონდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეულის ქალის“ IV-V ნაწილი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გამართულ სადილზე მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის, პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გაიმართა სადილი, რომელზეც მიწვეულები იყვნენ გრიგოლ დადიანის ნათესავები, პატივსაცემი საერო და სასულიერო პირები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას საქართველოს ეგზარქოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის წესის შესასრულებლად მოწვეულები იყვნენ ეპისკოპოსები გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, ბესარიონ დადიანი, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას სიონის ტაძარში უამრავი ადამიანი დაესწრო. ყველას სურდა უიშვიათეს მოვლენას დასწრებოდა, რადგან ძალიან უხაროდათ თავიანთი საყვარელი მქადაგებლის კურთხევა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი უმაღლესი ბრძანებით გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი სიონის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 26 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ეკონომიკური წყობა ინგლისისა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი საინგილოში მისიონერად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის საღვთო წერილის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე ეპისკოპოსი იყო. იგი გაბრიელ ეპისკოპოსად იწოდებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (სუმბათოვი) იყო ახალქალაქის მაზრის უფროსი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ ზანდუკელი იყო დუშეთის მაზრის ხაზინადარი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დუშეთის მაზრის ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი იყო ილია დავითის ძე აბაშიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ელიზბარის ძე ერისთავი იყო გორის მაზრის 1-ელი განყოფილების მომრიგებელი შუამავალი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ელიზბარის ძე ერისთავი იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე როსტომის ძე შალიკოვი იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (სუმბათოვი) იყო თავადი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე მანთაშოვი (მანთაშევი) იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეულის ქალის“ ნაწყვეტი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 30 მარტს, კვირას, არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართებოდა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: გაბუნია, მ. მ. საფაროვისა, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი, არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი), ქ. აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო. ანტრაქტებს მუსიკალურად გააფორმებდა საზანდარი. დასაწყისი იყო 8 საათზე, ბილეთები კი – ამავე თეატრის სალაროში იყიდებოდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი იყო თავადი.