ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50005

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილმა გაიცნო კოტე მაყაშვილი.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს თელავში ივანე როსტომაშვილი დაუმეგობრდა კოტე მაყაშვილს და ისინი ერთად ოცნებობდნენ თბილისში წასვლაზე და იქ სწავლის გაგრძელებაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი არ მიიღეს თელავის იუნკერთა სასწავლებელში დაგვიანებით მიმართვის გამო.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ თელავის იუნკრების სასწავლებლის უფროსს თხოვა ივანეს სასწავლებელში მიღება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი ბიძამისმა ჩიკრომ თელავში წაიყვანა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს კურდღელაურში თავის მამულში ჩასულმა ივანე როსტომაშვილმა იქ თავისი და-ძმა ვერ ნახა. ისინი სიძეს, ილიკო გველესიანს შალაურში გაუსტუმრებია.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს კურდღელაურში თავის მამულში ჩასულ ივანე როსტომაშვილს სახლი იმერელი მებაღეების ხელში დახვდა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს თელავში თავის ნათესავებთან ჩასული ივანე როსტომაშვილი, მისივე თქმით, სავსებით უცხო აღმოჩნდა მათთვის, რადგან იგი ქართულად ვერ ლაპარაკობდა, ისინი კი − რუსულად.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი თელავში ჩავიდა ნათესავებთან.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი სოფელ ოჟიოში მიმავალ „პავოზკებს“ გაჰყვა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილმა მიიღო სწავლის მოწმობის საბუთი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი ლაგოდეხში ცხოვრობდა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს სამხედრო სასწავლებელი, რომელშიც ივანე როსტომაშვილი სწავლობდა, დედოფლისწყაროდან საცხენისის ციხეში გადაიტანეს და ივანეც იქ გადავიდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869-83 წლებში სერგეი სიმონის ძე მესხი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აღარ სარგებლობდა ფსევდონიმით თავხედი და, შესაბამისად, ჟურნალ „ცისკარში“ ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილები მას არ ეკუთვნოდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეპისკოპოს გაბრიელის საშობაო ქადაგება.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი გათავისუფლდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობიდან.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი იკავებდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობას.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ახალციხის მაზრის კავალერიის პოლკოვნიკი, თავადი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 30 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.