ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ წყალტუბოში მდებარე 27 დესეტინა და 1152 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანემპოდისტე და ნესტორ იესეს (იასეს) ძე მაჩაბლებს, გიორგი მიხეილის (მიხაილის) ძე და მარიამ სეფეს ასულ მაჩაბლებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ იანეთში მდებარე 149 დესეტინა და 2112 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე დავითის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის დაბა ხონში მდებარე 15 დესეტინა ეზო და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ ივანეს ძე ლეონიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში მდებარე 60 დესეტინა და 1092 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მელქისედექ დიმიტრის ძე მიქელაძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კულაშში მდებარე 12 დესეტინა და 1860 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ ივანეს ძე ლეონიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში მდებარე 50 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეკატერინე ალექსანდრეს ასულ დადიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ზუგდიდის მაზრის სოფელ აბასთუმანში მდებარე 2033 დესეტინა და 1190 კვადრატული საჟენი ეზო, საძოვარი, ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ლევანის ძე დადიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულაში მდებარე 2050 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მოკლე ვადით დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა შორაპნის მაზრაში, თერჯოლის რაიონში მდებარე 7 დესეტინა და 2100 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორი იყო გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს მიანიჭეს კამერგერის წოდება.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის სტატია, რომელშიც იგი ქართველებს ურჩევდა შეესწავლათ ძველი სომხური ენა, რათა ქართულ–სომხური ისტორიული წყაროები საფუძვლიანად ეკვლიათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 16 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საბერძნეთი და ევროპის ქვეყნები“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინი 45 წელი პედაგოგიურ ასპარეზზე იღვწოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთს პირველად ემინიმ გააცნო სომხური აპოკრიფები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინის თარგმანით, განმარტებებით რუსულად და ფრანგულად სომეხი მწერლების ქრონიკები გამოიცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ გაზეთ „ივერიას“ ემინის ისტორიული და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობები მიაწოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 18 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 17 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დასავლეთის ეტიკეტი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 18 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ევროპა ომის მოლოდინში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აპრილს გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჩიკვაიძის წერილი „ჩვენ პუბლიცისტებთა მიმართ“, რომელშიც გაკრიტიკებულნი იყვნენ ილია ჭავჭავაძე და „ივერიის“ თანამშრომელი ილია ხონელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 აპრილს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „პარლამენტი და გლადსტონის კანონპროექტი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, ილარიონ გამყრელიძემ, საზოგადოების დამხმარე წევრს, მარიამ დემურია-ივანიშვილს საწევრო – 6 მანეთი გადასცა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესაში მოღვაწეობდა პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 22 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი ახალბედა პროფესორი იყო, თუმცა საქმის ცოდნით ყურადღება მიიქცია ოდესის სამეცნიერო წრეში.