ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 3498.50, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ვალერიან ლორთქიფანიძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ანა ჯმუხაძის ყულაბაში 8.99 მანეთი ნახეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, გრიგოლ ყიფშიძემ და ივანე რატიშვილმა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გადაწყვეტილება განსაკუთრებული რევიზორის თანამდებობის დამტკიცების შესახებ. საზოგადოებამ ამ თანამდებობის დაშვებაზე უარი უსახსრობის გამო განაცხადა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება სოლვიჩეგოდსკში გადასახლებული ქართველებისთვის საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ჩარკვიანს ბლანკების შესაძენად 3.50 მანეთი გადაუხადეს.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მეორე სამკითხველოს ჯამაგირი (2 მანეთი) გასცა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოების საწევრო შემოსავალი 1905 წელს 1357 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ საზოგადოების საწევრო შემოსავალი 1906 წელს 576 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი სულ 2704 მანეთი და 62 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი, მიღებული სხვადასხვა პირსგან შემოწირულობის, 105 მანეთი და 75 კაპიკი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების გაყიდვიდან 72 მანეთი და 45 კაპიკი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სასწავლებლის მოსწავლეებისაგან 31 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი სულ იყო 2836 მანეთი და 5 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნამდვილი და დამფუძნებელი წევრებისგან და წევრობის კანდიდატებისგან 428 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის პირველი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სასწავლებლის მოსწავლეებისაგან 55 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სააზნაურო სკოლაში 256 მოსწავლე სწავლობდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნამდვილი და დამფუძნებელი წევრებისაგან და წევრობის კანდიდატებისაგან 1143 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ რამდენიმე სხდომა ჩაატარა და განსაზღვრა ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობები. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1904

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლაში სწავლა დაიწყო 2 სექტემბერს და დასრულდა 13 ივნისს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სააზნაურო სკოლაში პარალელური კლასები გაიხსნა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანის მისამართი თბილისში იყო: მოსკოვის ქუჩა N 19, ჯაფარიძის ბინა.