რეგისტრირებული ფაქტები47933
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის წარდგენილი 142-ე ყულაბის გახსნასთან დაკავშირებით.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გიორგი იოსელიანის მოხსენება განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ხახანაშვილის წინადადება, „ქართული სიტყვიერების ისტორიის“ ჰონორარი – 300 მანეთი საზოგადოების საწევრო გადასახადად შეეტანათ და ალექსანდრე ხახანაშვილი დამფუძნებელ წევრად ჩაერიცხათ. გამგეობა დასთანხმდა.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დანიშნეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხოლო კომიტეტის მდივნად – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ოლღა ჭავჭავაძეს საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 100 მანეთი მისცეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ილია ჭავჭავაძის დაკრძალვიდან შემონახული ვერცხლის გვირგვინი გაეყიდათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება პეტრე სურგულაძის მიერ თარგმნილი წიგნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-19 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ვალერიან ლორთქიფანიძე.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება სოლვიჩეგოდსკში გადასახლებული ქართველებისთვის საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ჩარკვიანს ბლანკების შესაძენად 3.50 მანეთი გადაუხადეს.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მეორე სამკითხველოს ჯამაგირი (2 მანეთი) გასცა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი სულ 2704 მანეთი და 62 კაპიკი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ელი იანვრიდან 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი, მიღებული სხვადასხვა პირსგან შემოწირულობის, 105 მანეთი და 75 კაპიკი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნების გაყიდვიდან 72 მანეთი და 45 კაპიკი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სასწავლებლის მოსწავლეებისაგან 31 მანეთი შემოუვიდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.