რეგისტრირებული ფაქტები46264
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს რა სახის დახმარება სჭირდებოდა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი პირნათლად ასრულებდა მასწავლებლის მოვალეობას თელავის ვაჟთა გიმნაზიაში.
1881
ტიპი: ავტორობა
1881–1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გორის სამასწავლებლო სემინარიაში 5 სტიპენდიატი ჰყავდა. მათ შორის სამი იყო მე-3 კლასში და ორი – პირველში. საზოგადოებას თითოეულისთვის წელიწადში 130 მანეთი ჰქონდა გამოყოფილი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გორის სამასწავლებლო სემინარიაში 6 სტიპენდიატი ჰყავდა, თუმცა ერთ-ერთ მათგანს სუსტი აკადემიური მოსწრების გამო სტიპენდია მოუხსნა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 მარტს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა მთავარგამგეს პედაგოგიური საბჭოს 5 მარტის დადგენილების დამტკიცება სთხოვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1917 წლის 5 ოქტომბრამდე თბილისის ყოფილ სათავადაზნაურო ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდა ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებლის ევგენია ჯანდიერის შვებულებაში გასვლის შემდეგ, მის თანამდებობაზე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნეს.
ტიპი: თანამდებობა
ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი ქუთაისის გუბერნიის სკოლებში ექვსი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასულმა ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ქართულ სკოლებში მასწავლებლად ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლიდან ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა გორის ქალთა მე-6 გიმნაზიაში ასწავლიდა ხატვას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს ქუთაისის სკოლების შემოწმებაზე გაწეული შრომისთვის 10 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ივანე რატიშვილსა და ვალერიან ლორთქიფანიძეს ბათუმის სკოლების შემოწმება დაევალათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის პედაგოგიური რჩევები განსახილველად იაკობ გოგებაშვილს გადასცეს და აზრის გამოთქმა სთხოვეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1906 წლის ანგარიშის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ლევან გედევანიშვილმა და ალექს კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მცხეთაში სკოლის გახსნა სთხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 21-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ყაზბეგის სკოლისთვის წიგნების გაგზავნა სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ დიასამიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ ოლგა ბაკურაძის ნაცვლად ახალი მასწავლებელი სჭირდებოდათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო რაზიკაშვილის თხოვნა ფინანსური დახმარების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ანასტასია წერეთლის მოხსენება მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების გამართვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ანასტასია წერეთლის ინიციატივაზე (მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების გამართვის შესახებ) უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს სვანეთის ეკლესიების მღვდლის, ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა საკვირაო სკოლაში გასაგზავნი საკანცელარიო ნივთების შესახებ.