რეგისტრირებული ფაქტები51132
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი აღნიშნავდა, რომ იმერეთის თავადაზნაურობამ ყმებისაგან ბევრი ფული აიღო და სასარგებლო საქმისთვის არ გამოუყენებია, უფრო მეტიც, ქვეყნისთვის ზიანის გარდა არაფერი მოუტანია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის განცხადება, რომ როგორც პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრმა ლურსმულწარწერიანი 20 ცალი ქვის სურათები გაუგზავნა გრაფ ბობრინსკის, თუმცა არანაირი მიწერ-მოწერა არ ჰქონიათ ქვების გაყიდვის თაობაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის განცხადება, რომ ფლობდა ლურსმული წარწერებით 20-ზე მეტ ქვას, რომლებიც სხვადასხვა ადგილას შეიძინა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის განცხადება, რომ „ივერიის“ N 89-ში დაიბეჭდა სიცრუე, თითქოს მან ვინმე თათრისგან დარიალის ხეობაში 20 თუმნად შეიძინა ერთი ძველი ქვა ლურსმული წარწერით და შემდეგ გრაფ ბობრინსკისაგან ქვის სანაცვლოდ 20 000 მანეთი მოითხოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში ვიქტორ ლატოცკიმ, გიორგი ჩეტირკინმა და ნიკოლოზ მახათაძემ პავლე ივანეს ძე ჩუდეცკის მოსაკლავად მისულ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ხანჯალი წაართვეს და ინსპექტორის ოთახში გაიყვანეს, სადაც მას პოლიციელი სოკოლოვსკი დარაჯობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაკვეთილის მიმდინარეობისას ვიქტორ ლატოცკიმ და გიორგი ჩეტირკინმა შენიშნეს დაჭრილი პავლე ივანეს ძე ჩუდეცკი, რომელსაც მარიამ და ეკატერინე ანანიას ასული მანჟელეები იცავდნენ იოსებ ლაღიაშვილის თავდასხმისაგან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მკვლელობის დღეს პროკურორი, გამომძიებელი, ვიცე-გუბერნატორი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე და მთავარეპისკოპოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი შეიკრიბნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „მერცხალი“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარაძესთან. წიგნის ფასი 7 კაპიკი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ეხმიანებოდა დიმიტრი ყიფიანის წერილს სათავადაზნაურო ბანკთან დაკავშირებით. ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ არც თავადაზნაურებისთვის და არც ბანკის დამფუძნებლებისთვის არ დაუწამებიათ ბანკის საქმეების უცოდინრობა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილის მამულში ქვანახშირი აღმოაჩინეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი ივნისში ქუთაისში რამდენიმე წარმოდგენის გამართვას გეგმავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე ვიცეგუბერნატორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე იაგორის ძე ფითოევი რუსული თეატრის ანტერპრენიორი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ წიგნი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ შეავსო განმარტებებით, ახალი არქეოლოგიური და ისტორიული ცნობებით. წიგნის შენიშვნებში მსოფლიო ისტორიული ცნობების გარდა მოტანილი იყო უცხო ტომების გავლენა საქართველოზე, ცნობები სხვადასხვა ქრონიკებიდან თუ წარწერებიდან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, „ვახუშტის საქართველოს ისტორია“ თბილისში, ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის ცენტრალურ წიგნის მაღაზიაში და ქუთაისში – ვ. ჭილაძესთან იყიდებოდა. წიგნის ფასი სამი მანეთი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გამოიცა და ახლად დაიბეჭდა გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის მიერ შედგენილი „ვახუშტის საქართველოს ისტორია“. წიგნის შინაარსი სამი წინასიტყვაობისაგან შედგებოდა: 1. განხილვა ძველი ქართული ქრონოლოგიისა; 2. ცნობა ვახუშტიზე და მის ქარტიებზე; 3. ქართული ისტორიული წყაროებისა და „ქართლის ცხოვრების“ მნიშვნელობაზე. ასევე, თავმოყრილი იყო ცნობები საქართველოს ძველ წესდებებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ძველი ისტორიიდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დანაწილების პერიოდამდე.