ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46264

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „გლდანელი და ესებუა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად, სახელმწიფოს გადასახადისაგან ოჯახითურთ თავისუფალი იყო ის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა შრომის უუნარო სიმამრთან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, სამხედრო სამსახურში მოქალაქეებს გაიწვევდნენ 1887 წლიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, მოქალაქე, რომელიც ისწავლიდა სომხების სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წელი ჰქონდა დრო, რათა მიეღო სასულიერო წოდება, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან ათავისუფლებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, ამიერკავკასიაში მცხოვრებ მაჰმადიან მორწმუნეებს არ გაიწვევდნენ ჯარში ახალი განკარგულების გამოცემამდე, სანაცვლოდ კი ისინი გადაიხდიდნენ სახელმწიფო გადასახადს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად სახელმწიფოს გადასახადისაგან თავისი ოჯახითურთ თავისუფალი იყო ის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობდა ქვრივი სიდედრის ოჯახში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლეს ბრძანების თანახმად არარუსები, ამიერკავკასიის, თერგისა და ყუბანის ოლქის მოქალაქეები ჯარში ყოფნის პერიოდში განთავისუფლებულნი იქნებოდნენ სახელმწიფო გადასახადისაგან ოჯახებითურთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად, სახელმწიფოს გადასახადისაგან ოჯახითურთ თავისუფალი იყო მარტოხელა პირი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, ბათუმის, ართვინისა და სოხუმის (ოკუმის განყოფილების გარდა) სამხედრო სამსახურში ჯარისკაცებს გაიწვევდნენ 1889 წლიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, ახლადგაწვეულ ჯარისკაცს, რომელსაც ოჯახური მდგომარეობის შესახებ ჰქონდა საბუთი შეეძლო ესარგებლა სახელმწიფო შეღავათით და გაენთავისუფლებინა თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, სომხების ეჩმიძიანის სასულიერო აკადემიის მოსწავლეებს თუ გაიწვევდნენ ჯარში, მათ უფლება ჰქონდათ სწავლის დასასრულებლად განთავისუფლება ეთხოვათ 28 წლამდე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად სახელმწიფოს გადასახადისაგან თავისი ოჯახითურთ თავისუფალი იყო ის მოქალაქე, რომელიც ხელმეორედ იყო გაწვეული ჯარში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად ჯარში ყოფნის დროს სახელმწიფოს გადასახადისაგან თავისუფლდებოდა მხოლოდ ის მოქალაქე, რომელიც საკუთარი ნებით იყო წასული ჯარში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, უმაღლესი ბრძანების თანახმად ჯარისკაცები ჯარში უნდა გაეწვიათ ყოველ წელს 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე. ვადების შეცვლა მხოლოდ მთავარმართებელს შეეძლო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ აკაკი როსტომის ძე წერეთლის ფელეტონი „ტუსაღის იმერლის ნაამბობი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფრანგულ ენას შეასწავლიდა მოსწავლეებს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის მიერ გადმოკეთებული ტურგენევის კომედია „სადილი მარშლისას“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილის მიერ გადმოკეთებული ოსტოროვსკის კომედია „ღარიბი სარძლო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის კომედია „ოინი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის რეპერტუარში შედიოდა ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილის პიესა „ბედი მუხთალია“ .

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი).

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა.