ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47912

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ომის საფრთხის წინ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს სთხოვა, რომ ექვთიმე ხელაძესთვის დაერთოთ ნება, წიგნად გამოცემის მიზნით „ივერიის“ სხვადასხვა ნომრებში „ნაკვესებისა“ და „დამაკვირდის“ რუბრიკებში გამოქვეყნებული მასალა ამოებეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 ივლისს გაზეთ „თეატრში“ ალექსი კვალიაშვილის სტატიის „წერილი რედაქტორთან“, დასაწყისი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 21 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ომის საფრთხის წინ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის ავტორობით ფრანგული მოთხრობა „მსხლის ხე“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილმა სხვადასხვა პირს გაუგზავნა წერილი რუისის სკოლის საერო საკითხავი ბიბლიოთეკისთვის გაეღოთ შემოწირულობა – ან ფული, ან ნივთები, თუმცა არავის უპასუხა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილის ხელმძღვანელობით რუისის სკოლის საერო საკითხავი ბიბლიოთეკისთვის შემოწირულობები შეაგროვეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილი რუისის სკოლაში საერო საკითხავი ბიბლიოთეკის დაარსებას ცდილობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილი რუისის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, მადლიერი იყო დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში შენახული ძველი ხელნაწერების აღწერა მას რომ მიანდვეს და მინაწერების გადმოწერა მოასწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ კარგი იქნებოდა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ქაღალდზე ნაწერი ძველი ხელნაწერების მინაწერები გადმოეწერა, მაგრამ დრო არ ჰქონდა და ვერ მოახერხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების მინაწერები „ქართვლის ცხოვრების“ ცნობებს ამტკიცებდა და ქართული სიტყვის X-XI საუკუნეში აღორძინებას ადასტურებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოში მხოლოდ ტყავზე ნაწერი ხელნაწერი წიგნების მინაწერების გამოწერა შეძლო და მალე დასაბეჭდად გაგზავნიდა. ეს მინაწერები ისტორული ცნობებით მდიდარი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში შენახული 110 წიგნი ისტორიულ და ბიბლიოგრაფიულ მინაწერებს შეიცავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ტყავზე ნაწერი ძველი ხელნაწერი იყო მხოლოდ 22, დანარჩენი კი – ყველა ქაღალდზე ნაწერი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერები მოსამსახურე პირებმა მოიპარეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების რაოდენობა ბევრად მეტი იქნებოდა ლეკების შემოსევის დროს რომ არ განახევრებულიყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 24 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო რუსი ორიენტალისტის, ალექსეი გრენის წერილი და მისი ნაშრომი ქართული ენის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 24 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბულობა ევროპაში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრიდან პირველ განყოფილებაში უგამოცდოდ შვიდი წლის გოგო-ბიჭებს მიიღებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში მომავალი წლის სექტემბერში კიდევ ერთი განყოფილება გაიხსნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, რომ ქუთაისის კერძო მოსამზადებელ სასწავლებელში სექტემბრის თვიდან იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ, სწავლების კურსი სამწლიანი გახდებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე წერდა, გასული წლის გამოცდილებამ უჩვენა, რომ შეუძლებელი იყო გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროსი განყოფილებისთვის და საქალებო გიმნაზიის პირველი კლასისთვის 2 წლის განმავლობაში კარგად მომზადებულიყვნენ ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც საერთოდ არაფერი იცოდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე ქუთაისის კერძო მოსამზადებელი სასწავლებლის მმართველი იყო.