ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს კავკავის სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ალ. პ. სარაჯიშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი.

1906

ტიპი: ორგანიზაცია

1906 წელს კ. ტატიშვილისა და პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ხონში.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის, სამსონ ფირცხალავას თქმით, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე საკუთარი სურვილით – გამგეობის მოწვევის გარეშე – ჩამოვიდა პარიზიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლზე სამუშაოდ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 3 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ გამგეობას სთხოვა დაეჩქარებინა ილია ჭავჭავაძის ძეგლის საქმე – 6 აპრილს მოეწვიათ მცოდნე პირთა სხდომა ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელის განსახილველად.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1919

ტიპი: განათლება

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სასოფლო კომისიის ინფორმაციით, მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი სახელმწიფომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ დაესწრნენ სხვადასხვა ავადმყოფობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სიღარიბის, ტანისამოსის უქონლობის, ავადმყოფობისა და სხვადასხვა შინაური საქმის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სხვადასხვა ავადმყოფობის, მათ შორის, ციების და შინაური საქმეების გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს ავადმყოფობების, შინაური საქმეებისა და ტანისამოსის უქონლობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ლ განყოფილებაში 13 იანვრამდე ქართულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.

1906

ტიპი: ავტორობა

გამგეობამ განმარტა, რომ მუზეუმის ნივთები ვერც დანომრეს და ვერც დაალაგეს, რადგან მათ შესანახად არ ჰქონდათ ადგილი. 1906 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე ანდრია ღულაძემ გამგეობის ეს განმარტება არ მიიღო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი თავმჯდომარეობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ოლღა ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სექტემბერში საქველმოქმედო ღონისძიების გაემართვა დაავალა. საზოგადოებამ საკითხის განხილვა გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ივანე აბაშიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა ეცნობებინა, რამდენად დიდი იყო ზესტაფონში სამკითხველოს გახსნის ინტერესი, საზოგადოებას წლიურად რა თანხის გაცემა დასჭირდებოდა და ვინ იქნებოდა სამკითხველოს დირექტორი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველ სექტემბრისათვის ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: სერგო თოფურია, ანტონ სულამანიძე, პავლე ბჟალავა და უშანგი ბაღათურია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 22-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პოლიევქტოს კარბელაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 2.88 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქალთა ამხანაგობას წიგნებზე მუშაობისთვის 9.37 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 34.62 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბეგოიძეს 25 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ავალიშვილს 25 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 29 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ დავით კარიჭაშვილი სენაკის სკოლის რევიზორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 5034. 67, ქაღალდებით კი 11531. 11 მანეთი ჰქონდა.