ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ბეჟან დავითის ძე წერეთელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი საჩხერეში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი სოხუმში.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ (ნიკო) თადეოზის ძე ხიზანიშვილი (ურბნელი) თიანეთის მაზრის აგენტი იყო.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნინო პავლეს ასული მაჭავარიანი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი სოხუმში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი სურამში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანდრია მიხეილის ძე ერისთავი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ოზურგეთში, დაბა ჩოხატაურში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი მანგლისში.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, შიო ისაკის ძე შიუკაშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ოზურგეთში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის III განყოფილებაში ქართულ ენას ასწავლიდა პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის II განყოფილებაში რუსულ ენას ასწავლიდა ნიკო სიმონის ძე ჯანაშია.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ჩოხატაურში საზოგადოების დამხმარე წევრები იყვნენ ანდრია მიხეილის ძე ერისთავი და დავით სვიმონის ძე გაბაშვილი.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლისთვის სოფლის საზოგადოება 250 მანეთს იხდიდა. ანგარიშს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ კრებას სთხოვა, საპატიო წევრად აერჩია ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი, რომელმაც საზოგადოებას ძვირფასი საჩუქარი შესწირა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლაში კარგი დისციპლინა იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის IV განყოფილების მოსწავლეებმა გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ მესამე ნაწილიდან 44 სტატია, 11 იგავი და 7 ლექსი. ასევე ტოლსტოის წიგნიდან წაიკითხეს სხვადასხვა სტატიები. მათ მასალა კარგად ჰქონდათ ათვისებული. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის უნივერსიტეტის რექტორმა ქართველი სტუდენტებისთვის გაგზავნილი წიგნებისთვის საზოგადოებას მადლობა შემოუთვალა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 28 აგვისტოს გიორგი ყაზბეგი ყაზბეგიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგ იაკობ სოლომონის ძე ღულაძისადმი გაგზავნილ დეპეშაში წერდა, რომ ლოცვით უერთდებოდა კოლეგიის პილიგრიმობას ილია ჭავჭავაძის საფლავზე და იმედოვნებდა, რომ ეს დღე წმინდა საქმისთვის ახალი ბიძგის მიმცემი გახდებოდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მოხსენება 1880 წლის იანვარში ქუთაისში სათავადაზნაურო სკოლის გახსნის, სკოლისთვის საჭირო ნივთების შეძენისა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შესახებ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი, დამსწრე წევრები კი – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინარეხის სოფლის საზოგადოების გადაწყვეტილება, რომ სოფლის სკოლისთვის მიეცათ 3-3 საჟენი შეშა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 26 აგვისტოს ქუთაისის გამგეობამ 5 ივლისის (№176) მიმართვაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აუწყა,  რადგან ქალაქის გამგეობა საბჭოს ნებართვის გარეშე ვერ განკარგავდა თანხას, ამიტომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ფულის გამოყოფის საკითხს პირველივე სხდომაზე, 1-ლ სექტემბერს, საბჭოს მოახსენებდნენ. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გამგეობის წევრმა იაკობ ფანცხავამ და მდივანმა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სოფლის სკოლებისთვის აგენტების გაგზავნა შესთავაზა.

1884

ტიპი: ორგანიზაცია

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრები იყვნენ: იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი და მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 20 და 21 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ დაათვალიერა თონეთის სკოლა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას მაისში 144.55 მანეთი ჰქონდა.