ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48513

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ბერძენოვის, პეტრე უმიკაშვილისა და გიორგი წერეთლის ერთობლივი წერილი „ძველის წიგნების გამოცემაზე“, რომელშიც საუბარია იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტს გრიგოლ ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში ი. ივანოვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო და დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა.

1870

ტიპი: თანამდებობა

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილი რუსეთში, ნეჟნიგოროდის დრაგუნთა პოლკში მოხალისე ჯარისკაცად ჩაეწერა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ბიძის, ლევან მელიქიშვილის მსგავსად, სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ილია ჭავჭავაძე ანტონ ფურცელაძის სახლში დაესწრო მწერლის ახალი რომანის, „მაცი ხვიტიას“ საჯარო კითხვას.

1870

ტიპი: გარდაცვალება

1870 წელს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილი გარდაიცვალა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წელს ჟურნალ „მნათობში“ სოფრომ მგალობლიშვილის მიერ თარგმნილი „როსელის დღიური“ დაიბეჭდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხოვლეში მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლის დამაარსებელ ახალგაზრდებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების სურვილიც ჰქონდათ, მაგრამ მოსალოდნელ წინააღმდეგობათა გამო განზრახვა ვერ განახორციელეს და მათი კავშირი დაიშალა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხოვლეში ქართველი ახალგაზრდების მიერ შეგროვებილი ფულით გიორგი ჯავახიშვილის მეუღლის, მარიამ იოსების ასულ მამაცაშვილის სახელობის სკოლა დაარსდა.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ივანე როსტომაშვილის ბიძამ, ჩიკრომ წერილი გაუგზავნა ნავთლუღში ახლად გახსნილი საოსტატო სემინარიის მღვდელ პროკლე იოსელიანს და ივანეს სემინარიაში მიღება სთხოვა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი სასწავლებლად წავიდა ლოჭინის მიწათმოქმედების სკოლაში.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის დროს, ივანე როსტომაშვილი გაჩხრიკეს და ჩამოართვეს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი ქართულ წიგნს კრძალავდა სასწავლებელში.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს ინსტიტუტში არ ასწავლიდნენ ქართულ ენას.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში, თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა თავისით ისწავლა ქართული ენა.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში ივანე როსტომაშვილი სწავლობდა საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდგომ საოსტატო ინსტიტუტად გადაკეთდა და მიხეილის პროსპექტზე მდებარეობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი არ მიიღეს ნავთლუღის საოსტატო სემინარიაში.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე როსტომაშვილი ნავთლუღის საოსტატო სემინარიაში მიიღეს.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი თბილისის სემინარიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე როსტომაშვილი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სტიპენდიატი გახდა.

1870

ტიპი: ავტორობა

ეკატერინე გაბაშვილის 1870 წელს გამოქვეყნებულ თხზულებას „გლეხკაცის აზრი სოფლის სკოლაზედ“ საზოგადოება თანაგრძნობით შეხვდა და არაერთმა ცნობილმა მოღვაწემ წაახალისა დამწყები მწერალი.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის იანვარში დაიბეჭდა ეკატერინე გაბაშვილის თხზულება „გლეხკაცის აზრი სოფლის სკოლაზედ“.