ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46283

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლის პირველ განყოფილებაში 31 ბავშვი სწავლობდა. მათგან 21 ვაჟი და 10 გოგონა იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლაში სულ 56 ბავშვი სწავლობდა. მათგან 49 ეროვნებით ქართველი და 7 სომეხი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ.გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სემინარიის შეგირდის ვასილ კარბელაშვილის თხოვნა იმის შესახებ, რომ გამგეობა მას ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები მოახსენა. ერთ-ერთი პრობლემა სკოლებში, პირველ კლასში საჭირო ნივთების უქონლობა იყო, რაც სასწავლო პროცესს აფერხებდა.

1907

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას შეტყობინება გაუგზავნა საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე ანდრია ერისთავმა, რომ ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოება ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ გაიღებდა შესაწირს სახელოვანი პოეტის ძეგლის ასაშენებლად, მაგრამ გამგეობა იმედოვნებდა, რომ მომავალ კრებაზე გადაწყდებოდა ეს საკითხი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში ქართული წერა-კითხვა ისწავლა 47-მა მაჰმადიანმა და 24-მა მეგრელმა მოსწავლემ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ.გოდორია) და ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლისადმი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი თანდათან მატულობდა, რაც შემოწირულობათა რაოდენობაზე აისახა. სახელდობრ, 1884-1885 საანგარიშო წელს საზოგადოების სასარგებლოდ 331 მანეთი შეგროვდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის საურთიერთო ნდობის საზოგადოება გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების №233 მიმართვას. მათი ცნობით, საზოგადოებას ეგზავნებოდა 100 მანეთი, საიდანაც 80 მანეთი უნდა მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის საქმის გაგრძელებას, 20 კი – საფლავის ძეგლის აგებას. უწყებას ხელი მოაწერეს დირექტორმა ნესტორ დავითაიამ და თავმჯდომარემ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლაში 30 მაჰმადიანი და 30 ქრისტიანი მოსწავლე სწავლობდა. მაჰმადიანებიდან 11 ბეგი, 6 აღა და 8 ეფენდი იყო. ქრისტიანებიდან 5 აზნაური, სხვა დანარჩენი კი გლეხი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ბათუმის სკოლისთვის საკუთარი შენობა სჭირდებოდა, რადგან ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა მატულობდა და სასკოლო სახლის ქირის ფასიც თანდათან იზრდებოდა. საზოგადოებას ბათუმის მაჰმადიანი ქართველების იმედი ჰქონდა,რომლებიც სკოლისთვის ადგილს შეჰპირდნენ. ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, გიორგი ქართველიშვილი, გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ქუთაისის სააზნაურო სკოლის ინსპექტორს საგნების პროგრამები მოსთხოვა. მმართველობამ პროგრამები შეამოწმა და თანდართული შენიშვნებით უკან უნდა გაეგზავნა ინსპექტორისთვის, რათა მას საბოლოოდ შესწორებული ვარიანტი დაებრუნებინა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ დემურიას თხოვნა ტუსაღებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას დაესწრნენ: პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი და კიტა აბაშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ალექსანდრე ჭყონიამ პეტრე მირიანაშვილს პირველ სექტემბრამდე კრილოვის არაკების 1200 ეგზემპლარის დაებეჭდვა დაავალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ვლადიკავკაზის კომიტეტის მოხსენება ქართული პროფესიული სკოლის გახსნის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. 5-დან 12 ივნისამდე საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11446. 34 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1458. 98 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 23-ე სხდომას ალექსანდრე ჭყონია ხელმძღვანელობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიკავკაზის სკოლის ანგარიში განიხილეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მცხეთის სამთავროს სკოლის გამგის თხოვნა დახმარების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სკოლების ქართველი მასწავლებელთა თხოვნა ისტორიისა და გეოგრაფიიის ქართული სახელმძღვანელოების გამოსაცემაში დახმარების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზის მოსამსახურეთა თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ხიზაბავრის კათოლიკური ეკლესიის მრევლის თხოვნა, ეზრუნათ ხიზაბავრაში სამკითხველოს გახსნაზე. ფაქტი ხელმოწერით ალექსანდრე ჭყონიამ დაადასტურა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 2 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველი სტუდენტების მოხსენება სტიპენდიების განაწილების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გრიგოლ ნათაძეს ტელეგრამისთვის 0. 50 კაპიკი გადაუხადა.