რეგისტრირებული ფაქტები51163
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაათვალიერა და ათი თუმანი შესწირა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ასათიანი ჯავახეთში მღვდლად მსახურობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელმა გიორგი ასათიანმა ჯავახეთის საერო სკოლებს ქართული წიგნები აჩუქა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის სკოლაში საღვთო წერილს ასწავლიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გიორგი ასათიანი წინამძღვრიანთკარის მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი პროფესორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროფესორ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის პატივსაცემად გამართულ სადილს 20-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „ბედნიერ დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ვოდევილს ერთ მოქმედებად „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა დივერტისმენტს – ლექსებისა და სცენების კითხვას, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ ლოცავდა ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის შრომას და სურდა მისი მოსწავლეები წარმატებულები ყოფილიყვნენ, რათა ქვეყნისთვის სარგებელი მოეტანათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ოცი წლის განმავლობაში ქართველ ახალგაზრდებს ასწავლიდა, ყურადღებას აქცევდა და შემდეგ ეს ახალგაზრდები საქართველოსთვის მთელი ცხოვრება თუ არა რამდენიმე წელი მაინც თავდაუზოგავად შრომობდნენ. პეტრიაშვილის მხრიდან ეს ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური იყო, რასაც სხვა ვერავინ გაუწევდა სამშობლოს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ მენდელეევი და ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ერთსა და იმავე ქვეყანაში, სასწავლებელში ერთსა და იმავე საგანს ასწავლიდნენ, თუმცა მენდელეევის მიმართ ქართველები მხოლოდ შორიდან პატივისცემით შემოიფარგლბოდნენ და პეტრიშვილი კი – ძალიან უყვარდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი საზღვარგარეთ ახალგაზრდებს ქიმიას არაჩვეულებრივად ასწავლიდა, მაგრამ ამით საკუთარ ქვეყანას არანაირი სარგებელი არ ჰქონდა, თუმცა ქართველებს ის მაინც ძალიან უყვარდათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, არამხოლოდ პროფესორები, არამედ სამზარეულოში მომუშავე ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით მიაღწიეს წარმატებას და დარგის მცოდნეებად ჩამოყალიბდნენ მაგალითები იყვნენ იმისა, რომ ქართველი ადამიანი ნიჭიერი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილზე ამბობდნენ პროფესორი გახდა, რითაც დაამტკიცა, რომ ქართველები უნიჭოები არ იყვნენ. წერეთლის აზრით, ყველასთვის თავისთავად ცხადი იყო ქართველი ხალხის ნიჭიერების ამბავი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი საზღვარგარეთ ღირსეულად დაფასებული იყო, რაც ქართველებს ძალიან ანუგეშებდა და სიხარულს ანიჭებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ პროფესორ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილს საქართველოში ყველა სიყვარულით და სიამოვნებით იგონებდა, რისი მიზეზიც მისი ქვეყნიდან შორს ყოფნა იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ პროფესორი ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ასცდა იმ უსიამოვნებას, რასაც საზოგადოების სამსახურში მყოფი ადამიანის ცილისწამებით შებღალვა ჰქვია.