რეგისტრირებული ფაქტები47884
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 დეკემბერს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი თავისი ხოროთი ქუთაისში კონცერტს გამართავდა და შემდეგ გორში წავიდოდა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის და ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალოვისა იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შობის მესამე დღეს ქართულმა დრამატულმა დასმა ალექსანდრე დიუმას პიესა „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში კოტე სიმონის ძე მესხმა კინის როლი შეასრულა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ შობის მეორე დღეს კონცერტი გამართა. ღონისძიებას ბევრი ხალხი დაესწრო და ძალიან ისიამოვნეს, უმეტესად დაბალი და საშუალ ფენის წარმომადგენლები იყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით სოფიო და ელენე ხერხეულიძეები, ანნა რატიშვილისა და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის გარდაცვალებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოცდაჩვიდმეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დავით გიორგის ძე ერისთავის პიესები თბილისის თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინეს და იუბილეს აღსანიშნავად 2 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოდგენას გამართავდა.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1887 წელს ვასილ წერეთელი სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ეტაპით ქუთაისში გაგზავნეს.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დავით გიორგის ძე ჩიქოვანი 1887 წელს სამეგრელოში, სოფ. სუხჩეში, დაიბადა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადობამ ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძეს ახალციხეში გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნორიოს სკოლის მასწავლებელ, ლ. ქართველიშვილს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს ალექსანდრე ბორისის ძე ბუჭყიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს პოდპოლკოვნიკი სოლომონ კონსტანტინეს ძე ჯავრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წელს შიო ალექსანდრეს (ალექსის) ძე ელიავა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ხოლო 1897 წელს – ნამდვილი წევრი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზია, რომელიც შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს ჩააბარეს.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ წლის განმავლობაში 59 კრება ჩაატარა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლას საზოგადოება აფინანსებდა, მის უზრუნველსაყოფად წელიწადში 560 მანეთს იღებდა. ფინანსური თვალსაზრისით ამ სკოლას პრობლემები არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი გარემოება იყო დამაბრკოლებელი, რომ საკუთარი შენობა არ ჰქონდა, ძველ სახლში იყო განთავსებული, სადაც ბნელოდა და სკოლისთვის შეუფერებელი პირობები იყო. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლის ხარჯი იყო: მასწავლებლების ხელფასისთვის 360 მანეთი; წიგნებისა და სასკოლო ნივთებისთვის 31 მანეთი და 50 კაპიკი; სკოლის სახლის ასაშენებლად 621 მანეთი. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლაში წლის განმავლობაში 36 მოსწავლე იყო. აქედან 23 ვაჟი და 13 გოგონა. სკოლა სამი განყოფილებისაგან შედგებოდა. I განყოფილებაში 21 მოსწავლე სწავლობდა (ხუთი გოგონა და დანარჩენი ვაჟი), II – 6 (ორი ვაჟი და ოთხი გოგონა) და III – 9 (ხუთი ვაჟი და ოთხი გოგონა). ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ გუბერნატორს აუხსნა წინარეხის სკოლის გადასახადის შეგროვებასთან დაკავშირებული ვითარება და სთხოვა, როგორც წინა წლების დარჩენილი, ასევე დანარჩენი წლების გადასახადი გაენაწილებინა საზოგადოების სოფლებსა და უბნებზე (და არა მხოლოდ სოფელ წინარეხზე). საქმე წინარეხელების სასარგებლოდ გადაწყდა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა გამოცდებს დაესწრო გამგეობის წევრი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სოფელ წინარეხის მოსახლეობამ გუბერნატორს სკოლის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამის მიზეზი იყო: წინარეხი შედგებოდა ორი დიდი და თერთმეტი პატარა უბნისგან. შეთანხმების თანახმად, მთელ საზოგადოებას სკოლის გადასახადი ერთად უნდა შეეგროვებინა. სხვადასხვა მიზეზების გამო სიტუაცია შეიცვალა და სკოლის მთელი ხარჯი სოფელ წინარეხს უნდა გაეღო. ისეთი ღარიბი სოფლისთვის, როგორიც წინარეხი იყო, ყოველწელიურად 250 მანეთის შეგროვება რთული აღმოჩნდა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლისთვის წლის განმავლობაში დაიხარჯა: 300 მანეთი მასწავლებლის ხელფასისთვის; 30 მანეთი წიგნებისა და სასკოლო ნივთების შესაძენად; 5 მანეთი მასწავლებლის გზის ფულად და 15 მანეთი ხელსაქმისთვის საჭირო მასალის შესაძენად. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.