ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლის ოთხივე განყოფილების მართვა ერთ მასწავლებელს უჭირდა. მათი აზრით, მეოთხე განყოფილება უნდა გაუქმებულიყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლა სხვა ადგილას უნდა გადაეტანათ. სკოლისთვის კარგ შენობას 36 თუმნად ვერ იპოვიდნენ, ამ საქმისთვის 50 თუმანი უნდა გადაედოთ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შესთავაზეს ბათუმში დაეარსებინათ ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტი. კომიტეტს ბათუმის სკოლაზე უნდა ეზრუნა და საზოგადოებას მის მართვაში დახმარებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, მათ 4 და 5 ივნისს ბათუმის სკოლის მოსწავლეები ყველა საგანში შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ მათ პროგრამა თითქმის სრულად ჰქონდათ გავლილი და კარგად შესწავლილი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლაში სწავლა კარგად მიმდინარეობდა. სკოლას ოთხი განყოფილება ჰქონდა. სულ 34 მოსწავლე სწავლობდა. პირველ განყოფილებაში 5, მეორეში 18, მესამეში 7 და მეოთხეში 4 მოსწავლე იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლის შესახებ მოხსენება წარუდგინეს. ბათუმის სკოლა ქალაქგარეთ, ჭაობიან ადგილას მდებარეობდა და იქ ძალიან ცუდი პირობები იყო. სკოლის შენობა შედგებოდა ორი მცირე და ერთი მოზრდილი ოთახისგან, რომელსაც ძალიან თხელი კედლები ჰქონდა. ასეთ პირობებში სკოლაში სიარული დიდ თავგანწირვას მოითხოვდა, როგორც მასწავლებლისგან ასევე მოსწავლეებისგან.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ისინი 4 ივნისს ბათუმში შეხვდნენ ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრობის მსურველებს: ეკატერინე ზაქარიას ასულ ერისთავს, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარეობა თავის თავზე აიღო, პელაგია მიქელაძეს, მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძეს, ეგნატე ზაქარიას ძე გედევანიშვილს, დავით ანდრიას ძე ვოზიევს, ჩიქოვანს, დავით ბარისის ძე ჩხეიძეს, ჰუსეინ ბეგი აბაშიძეს, მერჯონ აღა მარშანიას, ივანე ალექსანდრეს ძე ივანოვსა და თავად გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკს.

1887

ტიპი: ავტორობა

ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის 1887 წლის 7 ივნისის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლაში სექტემბრიდან მოლა უნდა მიეწვიათ. მისი ხელფასი თვეში ოც მანეთზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებამ სწავლა დაუფინანსა იოსებ ხუციშვილს, არჩილ ჩუბინაშვილს და იოსებ ვაჩნაძეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებამ თავ. ჭავჭავაძის სტიპენდია დაუნიშნა ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 15 აგვისტოს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ტფილისის ასოთ-ამწყობთა საჭიროებანი“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 16 აგვისტოს კარდენახის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა იოსებ ცისკარაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ბათუმის სასწავლებელში პედაგოგად დაენიშნათ. თხოვნა გამგეობას არ მოახსენეს, რადგან მასწავლებლის ადგილი თავისუფალი არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 25 აგვისტოს ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ ბათუმის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ. მისი თხოვნა გამგეობას არ მოხსენდა, რადგან იქ მასწავლებლის ადგილი თავისუფალი არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 29 აგვისტოს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ პირველი სექტემბრიდან თბილისის ერთ-ერთ სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაეყვანათ. ბათუმის კლიმატი ცუდად მოქმედებდა მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობაზე და ისინი მუდამ ავადმყოფობდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 16 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები გამოეგზავნათ: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „კონა“ ოც-ოცი ცალი, ჯაჯანაშვილის ამოცანები ათი ცალი, იოსელიანის საღმრთო ისტორია და კალენდარაშვილის სახელმძღვანელო ოცი-ოცი ცალი, გოგებაშვილის რვეულები N1 და N2 სამოც-სამოცი ცალი, რუსული წერის რვეულები სამოცი ცალი, სურათები ათორმეტთა დღესასწაულთა ერთი ცალი და ერთი ფუთი კალმები.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 სექტემბერს ბათუმის მაჰმადიანმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს მისწერეს, რომ სჯულის მასწავლებლად იუსუფ ეფენდი სურმანიძე დაენიშნათ. ნათაძემ მათი თხოვნა საზოგადოების მმართველობას აცნობა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ პელაგია მიქელაძის ნაცვლად ბათუმის სკოლის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მაკრინე იოსების ასული ღლონტისა დაენიშნათ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შეატყობინა, რომ ფარსადან მიქელაძე ერევნის გუბერნიაში გადაიყვანეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იუსუფ ეფენდი სურმანიძე ბათუმის სკოლის სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. მისი ხელფასი თვეში ოცი მანეთი უნდა ყოფილიყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 2 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მის მიერ გამართული წარმოდგენიდან სკოლას შეუვიდა 185 მან. და ორი შაური, რომელიც მან სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარს, ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილს გადასცა.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი სტავროპოლში გარდაიცვალა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 24 ნოემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ ოქტომბრიდან პელაგია მიქელაძე, დავით ბარისის ძე ჩხეიძე და ჩიქოვანი ბათუმიდან წავიდნენ. სკოლის მდგომარეობას ყურადღებას მხოლოდ მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და ეგნატე ბაქარის ძე გედევანიშვილი აქცევდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიორგი ქართველიშვილმა ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს 3000 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: განათლება

1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის დროს ივანე როსტომაშვილი სწავლობდა ფოტოგრაფიას, რაზეც თავის მცირე ჯამაგირს ხარჯავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიშო მაჩაბელს ყვირილაში გასაყიდად წიგნები გაუგზავნა.