რეგისტრირებული ფაქტები51163
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომლის მიხედვით, გუჯრები და წერილები მოწმობდა, რომ იერუსალიმში მდებარე მონასტრები ქართველების საკუთრება იყო, არა ბერძნების. მონასტრებს სხვადასხვა პირმა შესწირა მამულები, რომლებიც ადგილობრივი სასულიერო პირებისთვის მუდმივი შემოსავლის წყარო იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ 5 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე ოსტროვსკისა და სოლოვიოვის სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“, რომელიც ქართულ სცენაზე მხოლოდ ერთხელ დაიდგა. ქართული თეატრი სიახლეებს მუდმივად სთავაზობდა მაყურებელს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ უსაფუძვლოდ სწამებდა ცილს გაზეთი „თეატრი“ ქართულ დრამატულ საზოგადოებას, თითქოს 14 წარმოდგენიდან არც ერთი ახალი პიესა არ წარმოადგინეს, რადგან „ბარაქალა მასწავლებელო“ და „მიროვოი სუდში“ იყო სრულიად ახალი პიესა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, კავკასიის მთავარმართებელს ქართველი ბერ-მონაზვნების არზა გაუგზავნეს და სთხოვეს, რომ თუკი ბერძნები იერუსალიმში მდებარე ქართული მონასტრების ქონებას გაყიდდნენ, შემოსავალი რუსეთის ხაზინას ჩაებარებინა. ხოლო, ბერძნებისთვის კი – მხოლოდ თავის სარჩენი თანხა მიეცათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ პიესის მთარგმნელი ან გადამკეთებელი შესრულებული სამუშაოსთვის მცირე ანაზღაურებას ელოდა თეატრისაგან და ამის გამო იგი ნაჩქარევად ასრულებდა თავის საქმეს. სწორედ ამ მიზეზით თეატრისთვის ძალიან რთული იყო წარმოდგენის გასამართად პიესა გადაეთარგმნა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილი, რომ ევროპულ თეატრებში საქართველოსთან შედარებით ათჯერ მეტი არტისტული, ლიტერატურული და მატერიალური რესურსი ჰქონდათ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც იშვიათად დგამდნენ ახალ პიესებს და თუ ქართულ თეატრშიც ხშირად არ იდგმებოდა ახალი სპექტაკლები საერთოდ არც უნდა გაჰკვირვებოდათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ 1886 წლის 30 ნოემბრისა და 2 დეკემბრის საგანგებოდ მოწვეულ კრებებზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილისა და ზოგიერთი სხვა წევრის ნაცვლად, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ქალაქგარეთ ეცხოვრათ, ამიტომ გამგეობის საქმიანობაში ვერ მონაწილობდნენ, ახალი წევრები მიეღოთ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 დეკემბერს კუკიის ეკლესიაში ნ. ბერიშვილის მიერ დაარსებულმა ხორომ წირვის წესი ქართულად იგალობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 დეკემბერს არწრუნისეულ თეატრში სამმოქმედებიან კომედიას „გავიყარნეთ!“ წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მიხეილის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 დეკემბერს არწრუნისეულ თეატრში დრამა „მათიკოდან“ მესამე მოქმედებას წარმოადგენდნენ: მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ანდრიას ასული ავალიშვილი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ალექსანდრე ნებიერიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ პეტრეს ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი და დავით გიორგის ძე ბატონიშვილის ქართული გრამატიკა, დაწერილი 1709 წელს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა სტეფანე პაულინის ქართულ-იტალიური ლექსიკონი, დაბეჭდილი რომში 1629 წელს, ვახტანგ VI მიერ სტამბის დაარსებამდე ბევრად ადრე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ბერიშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის გალობის მასწავლებელი იყო. მას გორშიც ჰყავდა ხორო და კვირა დღეს ეკლესიებში აგალობებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მხოლოდ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი დაეხმარნენ საქმით წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას ოთხი წლის განმავლობაში. სხვებმა მხოლოდ სიტყვიერად უთანაგრძნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის საზოგადოებამ დავით ი. ერისთავს ნამყენი ხეხილის შეწირვისათვის მადლობა გადაუხადა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ი. ერისთავი დუშეთის თავად-აზნაურთა მარშალი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი სოფელში ცხოვრობდა.