ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის „ივერიის“ №49 და №50-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ფუჭაძე“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის გაზეთ „ივერიის“ №18-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „რა ვარ მე“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის გაზეთ „ივერიის“ №104-106 და №108-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ჩიტი-გვრიტი“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს გაზეთ „ივერიის“ №176-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქართულ სახალხო პოეზიის მოყვარეთა მიმართ.“

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტიდან პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს შიო მღვიმელმა დაამთავრა გორის ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს შიო მღვიმელი გორიდან სენაკში გაემგზავრა უფროს ძმა გიორგისთან.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს გიორგი ქუჩუკაშვილი უმცროს ძმა შიოსთან ერთად სახელმწიფო მამულების თაობაზე ქალაქ სენაკიდან სვანეთში გაემგზავრა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქართველ სტუდენტთა წრე, სადაც დუტუ მეგრელიც შედიოდა, გაეცნო მიხაილოვსკის თხზულებას „რა არის პროგრესი“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტის იურუდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ვასილ წერეთელმა კარლ მარქსის „კაპიტალის“ რუსულად თარგმნილი პირველი ტომი შეიძინა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში სტუდენტები ინსპექტორების სასტიკი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

1887

ტიპი: განათლება

1887-1891 წლებში, ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში, სტუდენტები ორთავიანი არწივებით გაფორმებულ სერთუკებში იყვნენ გამოწყობილნი და საშუალო სასწავლებლის მოსწავლეებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელმა და სხვა ქართველმა სტუდენტებმა წაიკითხეს ჯონ სტიურტ მილის „პოლიტიკური ეკონომიკა“, რომელსაც ჩერნიშევსკის შენიშვნები ერთვოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887-1891 წლებში ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი ეცნობოდა მიხაილოვსკის, სტიურტ მილისა და რიკარდოს ნაწარმოებებს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი და სხვა ქართველი სტუდენტები კარლ მარქსის „კაპიტალის“ ახლად თარგმნილი პირველი ტომის წაკითხვას აპირებდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი ლასხიშვილს მოსკოვში მცხოვრებმა მიხეილ ხელთუფლიშვილმა წერილი გაუგზავნა მოსკოვში სტუდენტების არეულობის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს მოსკოვში მცხოვრებმა მიხეილ ხელთუფლიშვილმა ოდესაში გაგზავნილი წერილით მოსკოველ სტუდენტთა არეულობისა და იქაური უნივერსიტეტის დახურვის შესახებ აუწყა გიორგი ლასხიშვილს და სხვა ქალაქების უნივერსიტეტების სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში ჩამოყალიბებული ქართველ სტუდენტთა წრის მუშაობა სტუდენტთა არეულობის გამო შეწყდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სტუდენტთა არეულობის გამო მოსკოვის უნივერსიტეტის კვალდაკვალ დაიხურა ოდესის უნივერსიტეტიც.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში იქაურმა სტუდენტებმა მოსკოვის უნივერსიტეტის დახურვა გააპროტესტეს.

1887

ტიპი: ნასამართლეობა

1887-1891 წლებში სტუდენტური არეულობის გამო, რომელსაც მოსკოვის უნივერსიტეტის დახურვას მოჰყვა, ოდესაში დააკავეს ადგილობრივი ქართველი სტუდენტები: გიორგი ლასხიშვილი, ვასილ წერეთელი და კოტე მესხი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი მონაწილეობდა სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში, რომელიც მოსკოვის უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებდა.

1887

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტუდენტთა მიერ მოწყობილ არეულობაში მონაწილეობის გამო დუტუ მეგრელს ცხარე შელაპარაკება მოუვიდა დედასთან.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი ავადმყოფობისა და უნივერსიტეტის დახურვის გამო დედასთან ერთად ოდესიდან საქართველოში დაბრუნდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა დუტუ მეგრელმა დაწერა მოთხრობა „საცოდავნი“.