რეგისტრირებული ფაქტები46338
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით პავლე ივანეს ძე რაევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით სპირიდონ ივანეს ძე ჯაბადარი აუწყებს ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ დილის 11 საათზე წმ. მარინეს ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი მისი გარდაცვლილი შვილის ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჯაბადარის სულის მოსახსენიებლად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯონ ოლივერ უორდროპი თელავიდან გომბორის გზით დააბრუნდა თბილისში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ყოფილმა პედაგოგმა კონსტანტინე ცხვედაძემ მთავრობას წიგნის მაღაზიის გახსნის ნებართვა სთხოვა, რაზედაც უახლოეს მომავალში მიიღებდა ნებართვას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ რაფიელ ერისთავის ახალი ორმოქმედებიანი კომედია „ქაჩუა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტანტინე ყიფიანი და ნატალია ცაგარელი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ შიო მღვიმის მონასტრის გამგებლობასთან ერთად იოანე ზედაზნელის სახელობის მონასტრის ზედამხედველობა დაავალა ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს, რომელმაც 10 იანვარს ჩაიბარა მონასტერი და ანდერძი ანუ აღსარება წაიკითხა მუხლმოდრეკით წმინდანთა ნაწილებთან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცხვედაძის ცნობით შარშანდელ ნომერში გაზეთის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ძალიან ცუდად აღწერა საგარეჯოს ბანკის საქმიანობა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ცხვედაძე წერილს საბუთად ურთავს ერთ-ერთი წილის მქონე პირის გაბრიელ ბურთიკაშვილის ანგარიშს, რომლითაც ბანკის წარმატებულ საქმიანობას ასაბუთებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგარეჯოს ნაცვალმა ჩაატარა ყრილობა, რომელსაც ესწრებოდნენ გლეხები და ვაჭრები. ყრილობაზე გლეხების თხოვნით ვაჭრების გასაკონტროლებლად ბაზრის ზედამხედველებად აირჩიეს შაქრო გულისაშვილი, იაგორ რევაზაშვილი და იოსებ მეზვრიშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მომღერალმა და პედაგოგმა ვარვარა ზარუდნაიამ თავისი ბენეფისის მთელი შემოსავალი შესწირა ერთ-ერთ შეგირდ ქალს, რომელსაც თავად ასწავლიდა მუსიკას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვარს ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ რაფიელ ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ქაჩუა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გახა ჯიქიამ და ბეგლარ ლიფონავამ მადლობა გამოუცხადეს აზნაურ სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძეს, რომელმაც თავისი ინიციატივით ზუგდიდში დააარსა საძმო-საამხანაგო ქართული წიგნსაცავი, რომელშიც იყო ძველი და ახალი წიგნები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ კონსტანტინე ყიფიანმა პირადი საქმეების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო კვირას დაგეგმილ წარმოდგენაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ მარიამ აბაშიძის ავადმყოფობის გამო კვირისთვის დანიშნული პიესა „ბედნიერი დღე“ შეცვალეს საჩქაროდ და დანიშნეს „ბაქი-ბუქი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მიტროპოლიტი პავლე ივანეს ძე რაევი სიონის ეკლესიაში ჩაატარებდა წირვას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსი პალადი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვას წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ეკლესიაში აღავლენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გულითადი მადლობა გამოუცხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს მოწყობასა თუ მონაწილეობაში. მათ შორის მადლობა გამოუცხადეს ვარვარა ზარუდნაიას, ე. დ. კოკოვცევისას, ო. ნ. ოსეფოვიჩს, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვს, გენადი ყორღანოვს, მ. ბ. მედვედევს, ი. ფ. სარაჯოვს, დავით გიორგის ძე ერისთავს, იოსებ რატილს, ვლადიმერ აღნიაშვილს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის მეორე რიგის ხმოსნებად აირჩიეს: სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი, მერ. გიორგის ძე ლორთქიფანიძე, ლუარსაბ ტარიელის ძე ლოლუა, ლ. ა. კოკოჩოვი, მათე ივანეს ძე ნიკოლაძე, გიორგი ხაზ. ძე კიზირია, მოშ. ისხ. ძე რიჟინაშვილი, იაკინთე ს. ძე ალიბეგოვი, კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება, რომლითაც მან პასუხი გასცა სოფრომ მგალობლიშვილს ბრალდებაზე ვითომდა მისი ნაწარმოები „ღამის მეხრე ცეცო“ შემოკლებით და დამახინჯებულად გამოსცა. ჭიჭინაძის თქმით, თავად მგალობლიშვილმა დართო ნება, როგორც მოხერხდებოდა ისე დაებეჭდა ხსენებული ნაწარმოები და ამის დასტურად მას მწერლის წერილიც აქვს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისში პირველი რიგის ხმოსანთა არჩევნები თავიდან დანიშნეს და კანდიდატთა სიიდან ამოშალეს შემდეგი პირები: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი, ივანე სიმონის ძე მესხი, ნიკოლოზ მარკოზის ძე კანდელაკი და პავლე გოჯასპინის ძე ლორთქიფანიძე.